ტეხასში, პოკერის კლუბთან მოთამაშეს თავს დაესხნენ

ორშაბათს, ტეხასის დროით დილის საათებში, Texas Card House-ის მანქანების პარკინგზე, კლუბში სათამაშოდ მიმავალ ტომ სტაინბეჩს თავს დაესხნენ და ზურგში ცეცხლსასროლი იარაღით მძიმე ჭრილობები მიაყენეს. 

როგორც დაზარალებულის მეგობარი გოგო - ჯილიან ზელნერი იხსენებს, ისინი კლუბისკენ მიემართებოდნენ, როდესაც მათ შეიარაღებული მძარცველი დაესხათ თავს. სტაინბეჩი, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებებით, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყო მიყენებული, ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

პოკერ-რუმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 26 სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული. მიუხედავად იმისა, რომ პოკერ-რუმის პარკინგზე დამონტაჟებულმა კამერამ შემთხვევა სრულად აღბეჭდა, ვიდეო ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ გამხდარა. როგორც ჩანს, მას ექსპერტები და კრიმინალისტები სწავლობენ. 

ჯილიან ზელნერის გნაცხადებით, ტომ სტაინბეჩი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ონლაინ პოკერის სამყაროში ის 3betpanda-ს სახელითაა ცნობილი. 

რუმები

ქართული უცხოური