EPT €25.000 High Roller-ს ჯასტინ ბონომო იგებს, €378.000 ევროთი პირველი ადგილისთვის
ჯასტინ ბონომო საოცრებებს ახდენს: მან ჯერ მონტე კარლოში გამართული EPT-ის €100.000 ევროიანი ჰაი როლერის მე-5 ადგილი დაიკავა, €401.000 ევროიანი ანაზღაურებით; შემდეგ €50.000 Single Day High Roller-ის მე-3 ადგილისთვის €228.700 ევრო მიიღო; ახლა კი €25.000 Single Day High Roller სრულად მოიგო და ბანკროლს €378.000 ევრო დაამატა.
"საოცარი შეგრძნებაა. მონტე კარლოში სამი ჰაი როლერ ტურნირი გაიმართა და სამივეზე ტოპ ადგილებზე მოვხვდი. ცუდის თქმა ნამდვილად არ შემიძლია, რადგან მართლაც საოცრად მიმართლებს" - ამბობს ბონომო.
ბონომოს გამარჯვების საქმეს სტივ ო'დუაიერთან გამართული ფინალური ჰედს-აპიც ართულებდა, რომელსაც მანამდე €25.000 ევროიანი ჰაი როლერი ჰქონდა მოგებული. "ჰედს-აპის მსვლელობისას საკუთარ თამაშში მცირე კორექტივების შეტანა დამჭირდა, რათა სტივის მცირე შეცდომების გამოყენება შემძლებოდა."
ტურნირის ფინალურ მაგიდას თუ გადავხედავთ, აშკარა გახდება, რამდენად მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა ჯასტინ ბონომოს პირველ ადგილამდე მისაღწევად.
ადგილი | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
1 | ჯასტინ ბონომო | აშშ | €378.000 |
2 | სტივ ო'დუაიერი | ირლანდია | €273.000 |
3 | ერიკ საიდელი | აშშ | €174.000 |
4 | ტიმოთი ადამსი | კანადა | €132.000 |
5 | ბრინ კენი | აშშ | €102.000 |
6 | იგორ კურგანოვი | რუსეთი | €78.100 |
7 | ნიკოლა გრიეკო | იტალია | €63.000 |