სიტუაცია SCOOP-ის მიმდინარე სერიებზე
უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, PokerStars-ზე მიმდინარე ონლაინ პოკერის საგაზაფხულო ჩემპიონატზე ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო ონლაინ გრაინდერები დაუპირისპირდნენ. საერთო ჯამში, SCOOP-ის 2018 წლის სერიებზე $65 მილიონ დოლარზე მეტი გათამაშდა.
განსაკუთრებული ხმაური WSOP-ის 'ნოემბრის ცხრიანის' მონაწილის - მიშელ ბრუმელის გამარჯვებას მოჰყვა, რომელმაც $2.100 ულიმიტო ჰოლდემის ივენთის პირველი ადგილისთვის $195.000 დოლარი მიიღო. 2013 წელს, როდესაც WSOP-ის მეინ ივენთი რაიანს რისმა მოიგო, ბრუმელიმ მე-7 ადგილისთვის $1.225.356 დოლარი მიიღო. მის მიერ მოგებული ღონისძიების საპრიზო ფონდი $1.104.000 დოლარს შეადგენდა და მასზე თანამედროვე პოკერის მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ წარმოდგენილნი. ფინალურ მაგიდაზე, ბრუმელის წინააღმდეგობას ისეთი მოთამაშეები უწევდნენ, როგორებიც ბენ ტოლერენი და ლინუს ლოლიგერი არიან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელი, რომელმაც უკანასკნელ დღეებში გამარჯვებას მიაღწია, მაიკლ ჟანგია. ინგლისელმა მოთამაშემ 155 მოთამაშით დაკომპლექტებული ფილდი დაამარცხა და 6-მაქს შუთაუთის ივენთზე $68.640 დოლარი მოიგო. კიდევ ერთი ინგლისელი, რომელმაც SCOOP-ის ტიტული გაინაღდა, ჯონ კლარკია. კლარკმა $1.050 KnockOut-ზე დარეგისტრირებული 1.344 მოთამაშიანი ლაინ-აფი დაამარცხა და $104.935 დოლარი მიიღო.