გადარჩება თუ არა სემ თრიქეთის ჰაი სტეიკს ქეშ-გეიმი?
სულ ცოტა ხნის წინ, PartyPoker-ის სატელევიზიო შოუზე დიდი ამბები მოხდა: მეტ კირკმა რამდენიმე მილიონი წააგო ჯერ ლეონ ცუკერნიკის, შემდეგ კი რობ იონგის წინააღმდეგ. თავად PartyPoker-ის სახემ - სემ თრიქეთმა ძლივს შეძლო გადარჩენა და სესიის მინუსის გარეშე დასრულება. PartyPoker-ის ონლაინ მაგიდასთან დაკავშირებით, რომელიც თავად სემ თრიქეთის სახელს ატარებს, პოკერის გულშემატკივრებს კითხვა უჩნდებათ: გადარჩება თუ არა ჰაი სტეიკს ონლაინ ქეშ-გეიმი და ვინ შეიძლება მოიძებნოს ლაინ-აფის შესავსებად?
თრიქეთის სახელობის მაგიდა, რომელსაც Trickett's Room ჰქვია, ონლაინ პოკერის სამყაროში ჰაი სტეიკს გრაინდერებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც უმაღლეს ლიმიტებზე თამაშის სურვილი აქვთ. როგორც თავად ინგლისელი მოთამაშე აცხადებს, PartyPoker-ის მაგიდებზე მოთამაშეებს გაცილებით დიდ თამაშებზე დასწრების საშუალება ეძლევათ.
შარშანდელ გამოშვებაში, სემ თრიქეთმა ისეთი მოთამაშეები მიიწვია მაგიდასთან, როგორებიც ვიქტორ ბლომი და პატრიკ ანტონიუსი არიან. რა თქმა უნდა, მსგავსი ლეგენდების მაგიდაზე ყოფნა მაყურებლების რიცხვს საგრძნობლად ზრდის, მაგრამ მიმდინარე სეზონი, რომელიც 3 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, სულ რაღაც 3 საათში დასრულდა და გულშემატკივრებმა ვერც მნიშვნელოვანი ცვლილება იგრძნეს. თუ თრიქეთი აივის და დუანს თამაშში მონაწილეობაზე დაითანხმებს, წარმატება გარდაუვალი იქნება. მართალია, მეტ კირკის მილიონდოლარიანი დაუნსვინგი მიმზიდველი სანახაობა გამოდგა, ლეონ ცუკერნიკისა და რობ იონგის მსგავსი მოთამაშეების იმდედად გადაცემის დატოვება ნამდვილად არ ღირს. თრიქეთს მომავალში ბევრი სამუშაო ექნება, რათა დიდი მოთამაშეების შეკრება და შოუს გადარჩენა შეძლოს.