დარენ ელიასი WPT-ის მე-4 ტიტულს და $387.000 დოლარს იგებს

კაზინო Aria-ში, Bobby Balwdin Classic-ის ფარგლებში გამართული WPT-ის ჩემპიონატი 4 დაძაბული დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველაფერი დარენ ელიასის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც პირველი ადგილისთვის დაწესებულ $386.000 დოლართან ერთად, WPT-ის მე-4 ტიტული მოიგო. 

ტურნირის მაგიდასთან მოსახვედრი ბილეთის ფასი - $10.000 დოლარი 162 მოთამაშემ გადაიხადა, რამაც საპრიზო ფონდი $1.5 მილიონ დოლარამდე გაზარდა. 21 მოთამაშეს შორის, რომლებმაც ფულში შესვლა მოახერხეს, უამრავი ცნობილი სახე იყო - ფილ ჰელმუტს სულ ერთი ადგილი დააკლდა, რათა ფინალურ მაგიდაზე ეთამაშა. სამაგიეროდ Poker Brat-მა $57.935 დოლარი მიიღო. 

უნდა ითქვას, რომ ფინალური მაგიდა WPT-ისა და WSOP-ის ვარსკვლავებით იყო სავსე: კიტი კუო, ჯო მაკკიენი, დიტრიხ ფასტი, სემ პანზიკა, ჯონათან ლითლი - მსგავს ლაინ-აფზე გამარჯვება აშკარად მოთამაშის ხარისხზე მეტყველებს. 

ტურნირის მოგებით დარენ ელიასმა იმ მოთამაშეთა რეკორდი გააუმჯობესა, რომელთა კარიერაც WPT-ის 3 ტიტულს ითვლის: ჩინო რიმი, კარლოს მორტენსენი, ანტონი ზინო და გას ჰენსენი - ყოველი მათგანი პოკერის ლეგენდად ითვლება და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ WPT-ის ჩემპიონობაა. რაც შეეხება ელიასის შემოსავალს, მისმა კარიერულმა მოგებამ $6 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 

რუმები

ქართული უცხოური