ინტერვიუ ტომ დუანთან

ტომ დუანის გამოჩენას სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენლები, პოკერის გულშემატკივრები და თავად მოთამაშეები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ  და აი, ისიც - პოკერის ლეგენდა მრავალწლიან სიჩუმეს არღვევს და PokerNews-თან ინტერვიუს წერს. 

პოკერის 'დიდი სცენიდან' მის გაქრობაზე უამრავი ჭორი არსებობდა, მაგრამ თავად durrrr-ს სულ სხვა მიზეზი მოჰყავს. კითხვაზე, თუ რატომ წავიდა ის ონლაინ პოკერიდან, დუანი შემდეგ პასუხს იძლევა: "დღეს ონლაინ პოკერის თამაშები ისეთი დიდი აღარაა, როგორიც იყო, ხოლო თამაშები მაკაუში გაცილებით დიდია, ვიდრე აქამდე ყოფილა."

საჯარო ინფორმაცია იმაზე, თუ რა ლიმიტები ითამაშება მაკაუს კაზინოებში, არ არსებობს. ეს მხოლოდ ვიწრო წრემ იცის და ფართო პუბლიკისთვის არ ხმაურდება. რამდენიმე თვის წინ, დენიელ ქეითსმა დარიგება გაიხსენა, როდესაც ერთ-ერთი რიგითი ხელის დროს, ტომ დუანმა $20.000.000 დოლარი წააგო და თამაში ყოველგვარი აღელვების გარეშე გააგრძელა. PokerNews-ის ჟურნალისტის კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ მაკაუში $10.000/$20.000 ლიმიტებზე თამაშობენ, დუანი კონკრეტულ პასუხს არ იძლევა, მაგრამ ამბობს, რომ ფსონები მართლაც მაღალია. აღსანიშნავია, რომ ჟურანლისტის კითხვას დუანის მხრიდან არანაირი გაკვირვება არ მოჰყოლია, რაც გვაფიქრებინებს, რომ მაკაუს პრივატულ ქეშ-გეიმებზე ბლაინდები შესაძლოა გაცილებით დიდიც იყოს.

როგორც დუანი ყვება, კრიპტოვალუტაში მისი ინვესტიცია საკმაოდ მცირე აღმოჩნდა: "ზოგიერთმა მოთამაშემ კრიპტოვალუტაში მთელი თავისი ფული ჩადო, მე კი იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე ახლა ვისურვებდი." ლეგენდარულმა მოთამაშემ პოკერის ახალ სახეობაზე - Short Deck-ზეც ისაუბრა. პოლ ფუას 'იუთუბის' გვერდის ერთ-ერთ ვიდეოში, ტომ დუანი დეტალურად ხსნის 'შორთ დექის' წესებს, ნიუანსებსა და იმ სირთულეებს, რასაც ულიმიტო ჰოლდემის მოთამაშეები 'შორთ დექის' სესიისას შეხვდებიან. 

რაც შეეხება Durrrr Challenge-ს, რომლის მრავალი წლით გადადების გამოც დუანს უამრავი მოთამაშე აკრიტიკებს: "ახლა დენ ქეითსიც მაკაუში თამაშობს და ესმის, თუ რატომ ვერ ვიცლიდი მასთან დაწყებული ჰედს-აპის გასაგრძელებლად" - ყვება დუანი. 

რუმები

ქართული უცხოური