$25.000 WPT-ზე ტომ მარჩესი $432.000 დოლარს იგებს

Aria-ში გამართულ ჰაი როლერ ტურნირებზე ტომ მარჩესი რეგულარულად ახერხებს ფულში შესვლას. როგორც ჩანს, ის არც Aria-ის გარეთ გრძნობს თავს ცუდად: ამერიკელმა პროფესიონალმა მოთამაშემ, $25.000-იან WPT-ის ჰაი როლერზე წარმოუდგენლად რთული ფინალური მაგიდა დაამარცხა და $432.000 დოლარი მოიგო. 

ტურნირი Luxor-ში მდებარე Esports Arena-ში გაიმართა. "აქ არაჩვეულებრივი ატმოსფეროა, - თქვა მარჩესმა, - მიხარია, რომ პოკერი სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პოკერის სათამაშოდ ახალი ადგილები ჩნდება." მოთამაშეებს რამდენიმეკვირიანი ლოდინი დასჭირდათ, რათა განახლებულ დარბაზში ეთამაშათ. დარბაზი Esports-ის წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი და პოკერის ტურნირისთვის სახელდახელოდ მოამზადეს. 

ფინალური მაგიდის სტარტისთვის, მოთამაშეთა ნახევარს 35 ბლაინდზე ნაკლები ჰქონდა, რაც თამაშის ტემპს საკმაოდ აჩქარებდა. სამაგიეროდ, დევიდ პიტერსი - 200-იან, ხოლო ტომ მარჩესი - 131 ბიგ ბლაინდიანი სტეკს ფლობდნენ. მიუხედავად ჩიპლიდისა, პიტერსი მე-4 პოზიციიდან გამოეთიშა თამაშს და $135.000 დოლარიან მოგებას დასჯერდა. ტომ მარჩესს ისეთი რთული ლაინ-აფის გადალახვა მოუხდა, რომელიც რაინერ კემპეს, ჯეიკ შინდლერს, დევიდ პიტერსსა და სემ სოვერელს აერთიანებდა. მისი უკანასკნელი მეტოქე აარონ ოგუსი იყო. "აარონის თამაშს ყველაზე ნაკლებად ვიცნობდი, - თქვა ტურნირის დასრულების შემდეგ მარჩესმა, - ვეცადე, რაც შეიძლება ნელა მეთამაშა, რათა მისი სტილი უკეთ გამეგო." 

$432.000 დოლარიანი ანაზღაურება, მარჩესის კარიერაში რიგით მე-8 საუკეთესო შედეგია. "არ აქვს მნიშვნელობა რომელ ჰაი როლერს იგებ. განსაკუთრებულ შეგრძნებას თავად ტურნირის მოგება იწვევს და არა საპრიზო ფონდი. განსაკუთრებით ისეთ ტურნირებს ეხება, სადაც მედიის ყურადღება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი."

რუმები

ქართული უცხოური