აზარტული თამაშების რეკლამირებაზე ბრიტანეთში ახალი რეგულაციები დაწესდა

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ჯერ კიდევ აპრილში, ბრიტანეთში აზარტული თამაშების რეკლამირებაზე ახალი რეგულაციები დააწესეს. უმეტესწილად, შეზღუდვები თამაშზე დამოკიდებული ადამიანების დასახმარებლად დაწესდა, მაგრამ რეკლამაში განხორციელებული ცვლილებები აშკარა გავლენას იქონიებს აზარტული თამაშის ოპერატორებზე.

ახალი რეგულაციები სარეკლამო კომიტეტის, ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების მარეგულირებლისა და ბრიტანეთის აზარტული თამაშების კომისიის ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა. 

შეზღუდვები 2 აპრილს შევიდა ძალაში. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში განსაკუთრებულ აღნიშვნას იმის გამო იმსახურებს, რომ მსგავს ჩემპიონატებზე, რომლებსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავთ, აზარტული თამაშების ოპერატორები განსაკუთრებით ცდილობენ საკუთარი სერვისების წარმოჩენას. შეზღუდვები კი ონლაინ კაზინოებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. 

რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რომელიც ამიერიდან რეკლამებს შეეხება, ასე გამოიყურება:

  • იკრძალება რეკლამის ისეთი შინაარსი, რომელიც დამოკიდებულებას გააჩენს, ან დამოკიდებულ მოთამაშეებზე იმოქმედებს
  • აზარტულმა ოპერატორებმა თავი უნდა აარიდონ დამოკიდებული მოთამაშეების სისუსტეების გამოყენებას, არ უნდა იმოქმედონ მათ თვითშეფასებაზე, ან არ უნდა დააინტერესონ ისინი ფინანსური ანაზღაურებით
  • რეკლამები არ უნდა იყოს მიმზიდველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის
  • იკრძალება ფრაზა "გააკეთე ფსონი ახლავე"
  • იკრძალება რეკლამა, რომელიც თამაშის უსაფრთხოებაზე, რისკის არარსებობასა და უფასო ფსონებზე იქნება ორიენტირებული

პოკერის მოყვარულების სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ პოკერს აკრძალვები ნაკლებად შეეხება. მთავარ დარტყმას ისეთი აზარტული თამაშები მიიღებენ, რომელთა რეკლამებიც ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციების დროს გადის და მაყურებელს უფასო სპინებსა და უფასო მომენტალური ფსონების გაკეთებას სთავაზობენ. გარკვეულწილად, მკაცრი რეგულაციების ტალღა პოკერზეც გადაივლის, რადგან პოკერის ოპერატორები ხშირად ისეთ რეკლამებს ამზადებენ, რომლებიც გემბლერის ცხოვრების სტილზე არიან ორიენტირებული. 

რუმები

ქართული უცხოური