ვინ გახდება WSOP 2018-ის წლის მოთამაშე?
სულ რაღაც ერთი კვირის წინ, WSOP-ის წლის მოთამაშის რბოლაში შონ დიბი ლიდერობდა, რომელიც რამდენიმე საპრიზო ადგილითა და 42-ე ივენთის - $25.000 დოლარიანი პოტ ლიმიტ ომამაჰას ტურნირის მოგების შემდეგ მნიშვნელოვნად დაწინაურდა. უკანასკნელი გამარჯვებით, შონ დიბმა $1.402.683 დოლარი მოაგროვა, რამაც წლის მოთამაშეთა რეიტინგში მისთვის კატაპულტის როლი შეასრულა.
დიბის წარმატებული ზაფხულის მიუხედავად, WSOP-ის წლის მოთამაშის რეიტინგში ლეგენდარული ჯონ ჰენიგანი დაწინაურდა. ჰენიგანმა, რომელსაც მეტსახელად Johnny World-საც ეძახიან, 27-ე ივენთის - $10.000 დოლარიანი H.O.R.S.E.-ის მოგების შემდეგ, მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. ამ გამარჯვებისთვის მან $415.000 დოლარი მიიღო. შონ დიბის გასწრება კი ჰენიგანმა 3 საპრიზო ადგილის დაკავებით შეძლო.
ამ მომენტისთვის WSOP-ის წლის მოთამაშის რეიტინგი ასე გამოიყურება:
ადგილი | მოთამაშე | WSOP 2018 ქულები |
1 | ჯონ ჰენიგანი | 3,130.76 |
2 | შონ დიბი | 2,769.11 |
3 | ერიკდ ბოლდვინი | 2,309.06 |
4 | მაიკ ლი | 2,294.28 |
5 | ჯულიენ მარტინი | 2,096.31 |
6 | ელიო ფოქსი | 2,010.14 |
7 | მარიო პრატს გარსია | 2,005.73 |
8 | პოლ ვოლპი | 1,935.94 |
9 | ჟუსტინ ლიბერტო | 1,913.44 |
10 | სკოტ ბოლმენი | 1,856.69 |
ერიკ ბოლდვინი ტოპ ათეულს ერთი კვირის წინ შეუერთდა, როდესაც $1.500 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთის მოგება შეძლო. მაიკ ლის კარიერა მხოლოდ ერთ ოქროს სამაჯურს ითვლის. მართალია, ლიმ მიმდინარე სერიებზე ტურნირის მოგება ვერ შეძლო, ათეულში შესვლა მან არაჩვეულებრივი თამაშით მოახერხა, რომლის წყალობითაც მან რამდნეჯერმე დაიკავა მე-2 ადგილი. $10.000 დოლარიანი ივენთის მოგებისა და რამდენიმე სოლიდური ანაზღაურების შემდეგ, პოლ ვოლპი ტოპ ათეულში მოხვდა და მთელი ზაფხული უკან არ დაუხევია.