ბრაიან ჰასტინგსი მე-4 სამაჯურს და $233.202 დოლარს იგებს
სანამ 2018 წლის WSOP მეინ ივენთი ხმაურიანად მიმდინარეობდა, ბრაიან ჰასტინგსი $3.000 დოლარიან H.O.R.S.E. ივენთზე მშვიდად და აუღელვებლად მიიწევდა პირველი ადგილისკენ.
ბრაიან ჰასტინგსი თავისი ონლაინ პოკერის მიღწევების გამოა ცნობილი. უკვე წლებია, რაც ონლაინ სივრცეში ის ერთ-ერთ ყველაზე არასასურველ და საშიშ მეტოქედ ითვლება. მიუხედავად ამისა, ჰასტინგსის ლაივ ტურნირების ანგარიშზე მოგებული $3.000.000 მილიონი დოლარი ირიცხება, რაც ადასტურებს, რომ ის არამხოლოდ კარგი ქეშ-გეიმერი და ონლაინ გრაინდერი, არამედ ტურნირების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.
$3.000 დოლარიანი H.O.R.S.E. ივენთის მე-3 დღეს, 354 მოთამაშიდან სულ რაღაც 19 დარჩა, ჰასტინგსი კი ჩიპლიდერის რანგში მოგვევლინა. მიუხედავად ამისა, მთავარი ჯილდოსკენ გზა საკმაოდ რთული აღმოჩნდა -ჰასტინგსს ფინალურ ჰედს-აპამდე მისაღწევად 12 საათი დასჭირდა, რა პერიოდშიც მან ჩიპების უმეტესი ნაწილი მოწინააღმდეგეებს 'დაურიგა'. ფინალურ ჰედს-აპს ონლაინ პოკერის ლეგენდა განადგურებული სტეკით შეხვდა: "ჰედს-აპის დროს, ჩემი სტეკი მოწინააღმდეგისას 4-5-ჯერ ჩამორჩებოდა, - ყვება ჰასტინგსი, - საბედნიეროდ, კარტებში გამიმართლა და რამდენიმე მნიშვნელოვანი დარიგება მოვიგე.
ჰედს-აპში ჰასტინგს ენდრიუ ბოუნი დაუპირისპირდა. "ენდრიუ კარგი მოთამაშეა, მაგრამ იღბალი ჩემს მხარეს აღმოჩნდა." როგორც გამარჯვებული ყვება, 2018 წლისთვის ეს მისი უკანასკნელი ტურნირი იყო: "მე სხვა გეგმები მაქვს. დაქორწინებას და სახლის ყიდვას ვაპირებ. ამ ყველაფერს კი დიდი დრო დასჭირდება."