Triton Main Event-ის გამარჯვებული მიკიტა ბადიაკოვსკი გახდა

მიკიტა ბადიაკოვსკი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. მონტენეგროში Triton Throne-ის მოპოვებიდან 3 თვის შემდეგ, Triton-ის სამხრეთ კორეულ სერიებზე, ბელარუსი მოთამაშე მთავარი ღონისძიების გამარჯვებული გახდა და პრესტიჟულ ტიტულთან ერთად, $5.2 მილიონი დოლარი მიიღო. 

ტურნირზე 55 მოთამაშე დარეგისტრირდა. WSOP-ის ფარგლებს გარეთ პოკერის ტურნირებისთვის დაწესებულ უდიდეს ანაზღაურებათა შორის, ბადიკაოვსკის მიერ აღებული თანხა მე-4 ადგილს იკავებს. "როგორც წესი, დიდი ტურნირის შემდეგ ძალიან დაღლილი ხარ. მთელი სიხარული შემდეგი დღეების განმავლობაში მოდის" - განმარტა ბადიაკოვსკიმ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. 

ბელარუსმა მოთამაშემ, ჰაიროლერთა შორის, არამხოლოდ წარმატებული კარიერითა და $16 მილიონიანი შემოსავლით მოიპოვა აღიარება, არამედ ტეხასური ჰოლდემის უწვრილმანესი ასპექტების დეტალური ცოდნითაც. ბადიაკოვსკის ერთ-ერთ უპირატესობად თამაშისადმი მისი მანქანური მიდგომა შეიძლება ჩაითვალოს. როგორც თავად ყვება, ფულის გამო ის განსაკუთრებულ ზეწოლას არასდროს გრძნობს: "რა თქმა უნდა, ეს ყველაზე დიდი ანაზღაურებაა, რაც აქამდე ერთ ტურნირზე მიმიღია, მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერია. ეს უბრალოდ პოკერის ტურნირია, სადაც სწორი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. როცა რომელიმე გადაწყვეტილების მიღებას აპირებ, პირველ რიგში, იმაზე უნდა დაფიქრდე, თუ რის საშუალებას გაძლევს თამაშის თეორია? მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამოარჩიო საუკეთესო ვარიანტი."

ფინალურ ექვსეულში სერჰიო აიდო, ჯეისონ კუნი, სემ გრინვუდი და რიჩარდ იონგი მოხვდნენ. ბადიაკოვსკის საბოლოო მეტოქე ჩენ ვაი ლონგი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ 'ტრიტონის' გასულ ივენთებზე წყვილს უკვე უთამაშია ერთმანეთის წინააღმდეგ, ბადიაკოვსკისთვის მაგიდის დარჩენილი მონაწილეები და მათი თამაშის სტილი ბევრად უფრო ნაცნობი იყო. რამდენიმე მძიმე ჩავარდნის შემდეგ, ბელარუსმა მოთამაშემ 'შურისძიება' შეძლო და მეტოქის მთლიანი სტეკი მიისაკუთრა. მალაიზიელ მოთამაშეს მეორე ადგილისთვის $3.25 მილიონი დოლარი შეხვდა. 

რუმები

ქართული უცხოური