ფილ ჰელმუტი კარდაშიანების საქველმოქმედო ტურნირს გაუძღვა

2 აგვისტოს გამართულმა ვარსკვლავურმა საქველმოქმედო ტურნირმა, რომელიც კარდაშიანების ოჯახის ორგანიზებით გაიმართა, საქველმოქმედო ორგანიზაცია City of Hope-ის ფონდისთვის რამდენიმე ათეული ათასი დოლარის შეგროვება მოახერხა. ღონისძიებას პოკერის ლეგენდა - ფილ ჰელმუტი უძღვებოდა. City of Hope სიმსივნური დაავადებების კვლევასა და მკურნალობაზეა ორიენტირებული და ათასობით ადამიანს ეხმარება.

ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თანაწამყვანი მუსიკალური პროდიუსერი, ირვინგ აზოფი იყო - ადამიანი, რომელიც ისეთი წარმატებული პროექტების უკან დგას, როგორებიც Bon Jovi, Fleetwood Mac, Eagles და Van Halen არიან. ფილ ჰელმუტთან ერთად, საკუთარი მაგიდების გაძღოლა კიმ და ქლოე კარდაშიანებმა და კრის ჯენერმა ითავეს. 

ტურნირის მინიმალური ბაი-ინი $1.000 დოლარი იყო. ზოგიერთ სტუმარს, კარდაშიანების მაგიდასთან მოსახვედრად, $7.500 დოლარის გადახდაც არ გასჭირვებია. რამდენადაც ღონისძიება საქველმოქმედო იყო, ფულადი პრიზების ნაცვლად, მოთამაშეებს Eagles-ის და Fleetwood Mac-ის წინა რიგების ბილეთები შეხვდათ. ბილეთების გარდა, ჯილდოს სახით ლორეინ შვარცის დიზაინით შექმნილი სამაჯურები გაიცა. თითოეული ასეთი სამაჯურის ფასი $17.000 დოლარს შეადგენს.

სტუმრებს შორის მომღერალი - მეგან ტრეინორი, რეჟისორი და სცენარისტი - კამერონ ქროუ, მსახიობი - კევინ პოლაკი და ამერიკელი პროფესიონალი მოთამაშე - ბრენდონ კანტუ იყვნენ. ფილ ჰელმუტისთვის კარდაშიანების მიერ მოწყობილი ტურნირი პირველი საქველმოქმედო ღონისძიება არაა. ის ხშირად უძღვება პოკერის ტურნირებს, რომელთა მიზანიც ქველმოქმედებისთვის ფულის შეგროვებაა. ჰელმუტი აქტიურად იყენებს თავის იმიჯსა და რეპუტაციას, რათა ღონისძიებებს არამხოლოდ პოკერის მოყვარულები, არამედ მისი მეგობრები და პროფესიონალი მოთამაშეებიც დაესწრონ. მისი თაოსნობით საქველმოქმედო მიზნებისთვის უკვე რამდენიმე მილიონი დოლარია შეგროვებული. 

რუმები

ქართული უცხოური