სოჭში გამართული PartyPoker Live-ის მეინ ივენთი ანატოლი ფილატოვმა მოიგო

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რუსეთმა PartyPoker-ის და Triton High Roller-ის ერთობლივ პროექტს უმასპინძლა, რომელიც რამდენიმე ძვირადღირებულ ტურნირს და ვრცელ ქეშ-გეიმ სესიას მოიცავდა. 

$4.700 დოლარიან (318.000 რუბლი) მეინ ივენთზე 1.000 მონაწილემდე დარეგისტრირდა, რამაც საპრიზო ფონდი $4.4 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ცნობილ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც ფულში შესვლა მოახერხეს, ბერტრან Elky გროსპელიე, მარია ლამპროპულოსი და PartyPoker-ის ორი წარმომადგენელი - დიმიტრი ურბანოვიჩი და ანატოლი ფილატოვი არიან. სწორედ ამ უკანასკნელმა შეძლო ფინალურ ჰედს-აპში გორ კაზარიანის დამარცხება და $885.106 დოლარიანი ანაზღაურების მიღება. 

ფილატოვი ტურნირზე მე-2 სასტარტო დღეს დარეგისტრირდა. მიუხედავად ამისა, 2 სათამაშო დღის შემდეგ, მისი სტეკი 2.000.000 ჩიპს ითვლიდა და ტურნირის ჩიპლიდერებს შორის იმყოფებოდა. 8 მოთამაშიანი ფინალური მაგიდა ფილატოვმა მე-4 პოზიციით დაიწყო. თანდათან მან მაგიდაზე არსებული ჩიპების აკუმულირება შეძლო და ფინალური ჰედს-აპი თანამემამულესთან - გორ კაზარიანთან გამართა. 

ერთსაათიანი ორთაბრძოლა ფილატოვმა საკმაოდ რბილად, 'ლიმპინგით' და 'ჩექბექებით' ჩაატარა. ბოლო დარიგებაში, მისი სთრეითი კაზარიანის 2 წყვილს დაუპირისპირდა. მოთამაშეებმა მთლიანი სტეკები მაგიდის ცენტრში მოაქციეს, მაგრამ ნეიტრალურმა რივერმა სიტუაცია უცვლელი დატოვა და გამარჯვება ანატოლი ფილატოვს დარჩა. 

რუმები

ქართული უცხოური