ფილ აივის დაუსრულებელი სასამართლო პროცესი

ფილ აივისა და კაზინო Borgata-ს შორის უკვე მე-6 წელია, რაც სასამართლო დავა მიმდინარეობს. ლეგენდარული გემბლერი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ კაზინოში ნათამაშები ბაკარას სესიის გამო, მას წლობით მოუწევდა სასამართლო პროცესის წარმოება. როგორც ჩანს, აივის იურისტების დაქირავება კვლავ დიდი ვადით მოუწევს.

როგორც ერთ კვირის წინ გახდა ცნობილი, ნევადის შტატის სასამართლომ ფილ აივისა და მისი კომპანიონის - ჩენ ინ სუნის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მოთამაშეს კაზინოში უსამართლოდ მოგებული $10.13 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო აივიმ, საპასუხი სარჩელით სააპელაციო სასამართლოს მიმართა და მიღებული დადგენილება გაასაჩივრა. აივის ერთადერთ იმედად ის რჩება, რომ მის მიერ შეტანილი საჩივარი დროულად განიხილონ, რადგან Borgata-ის მფლობელ კომპანია MGM Resorts-ს უფლება აქვს, აღნიშნული $10.13 მილიონი დოლარის მოგროვება სააპელაციო სასამართოს გადაწყვეტილებამდე დაიწყოს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ აივიმ მსგავსი ტიპის სასამართლო დავა, რომელიც მასსა და ინგლისურ Crockfords Club-ს შორის მიმდინარეობდა, წააგო. ამ შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურების სახით, კაზინომ £7.7 ფუნტ სტერლინგის მიღება მოახერხა. 

რუმები

ქართული უცხოური