ანდრაშ ნემეტი €25.000 EPT Barcelona High Roller-ის გამარჯვებული გახდა

PartyPoker-ის ონლაინ ტურნირების სერიის მე-5 დღის ყველაზე დიდი შემოსავალი უნგრელმა ანდრაშ ნემეტიმ მიიღო, რომელმაც $1 Million Guarantee Championship Super HIgh Roller-ის ივენთი $177.934 დოლარიანი ანაზღაურებით მიიღო. 

მისი უკანასკნელი გამარჯვება აშკარა დასტურია იმისა, რომ ნემეტი ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირების სპეციალისტია, ვისი მოძებნაც ონლაინ სივრცეშია მოსახერხებელი. სულ ცოტა ხნის წინ, უნგრელმა მოთამაშემ SCOOP-ის ტიტული და $576.087 დოლარი მოიგო. უკანასკნელი მოგებით, მისი სატურნირო შემოსავალმა $9 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 

გუშინდელი ტურნირის გარანტირებული საპრიზო ფონდი $1.000.000 დოლარი იყო. მას შემდეგ, რაც $5.200 დოლარიანი ბაი-ინი 195 მონაწილემ გადაიხადა, საპრიზო ფონდი გარანტირებულ თანხას, მართალია მცირედით, მაგრამ მაინც გადაცდა. ფულში შესვლა 32 მოთამაშემ შეძლო, მათ შორის იყო დიმიტრი ურბანოვიჩიც, რომელმაც 18-ე ადგილისთვის $12.500 დოლარი მიიღო. შედარებით უკეთესი პოზიცია დაიკავა PartyPoker-ის წარმომადგენელმა - ჟოაო სიმაომ, რომელიც მე-11 ადგილზე გავიდა, $17.800 დოლარიანი ანაზღაურებით. 

ფინალურ ჰედს-აპში ანდრაშ ნემეტი ონლაინ გრაინდერ rdcrsnn-ს დაუპირისპირდა. რამდენიმეწუთიანი მოლაპარაკების შემდეგ, წყვილი ჩიპების რაოდენობის მიხედვით ადგილების განაწილებაზე შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანი ჩიპლიდის გამო, ტურნირის გამარჯვებულის ტიტული უნგრელ მოთმაშეს შეხვდა, ხოლო მე-2 ადგილისთვის, rdcrsnn-ს $173.965 ერგო. 

რუმები

ქართული უცხოური