ბენ ტოლერენმა 'ფართიპოკერის' Powerfest მოიგო
სანამ ჰაი როლერები Poker Masters-სა და სხვა ლაივ ტურნირებს ესწრებოდნენ, თამაშები ონლაინ სივრცეში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენდა. PokerStars-ის, PartyPoker-ისა და 888Poker-ის პლატფორმებზე მასშტაბური ონლაინ ტურნირები მიმდინარეობს, რომლებზეც მილიონობით დოლარი თამაშდება. უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში, PartyPoker-ის POWERFEST-ზე $2 მილიონ დოლარამდე მოგება გაიცა.
ბოლო დღეების ერთ-ერთი დიდი ანაზღაურების მფლობელი ბენ ტოლერენი გახდა. $5.200 დოლარიან POWERFEST-ის ივენთზე, რომლისთვისაც $1 მილიონიანი გარანტირებული საპრიზო ფონდი იყო დამტკიცებული, 312 მოთამაშე დარეგისტრირდა. პრაიზპული 40 მოთამაშეს შორის განაწილდა. ყველაზე დაბალი ანაზღაურება $12.168 დოლარი იყო.
PartyPoker-ის პროფესიონალთა გუნდის წევრი - რობერტო რომანელო ბაბლიდან გამოვარდა, ხოლო გუნდის მეორე წევრმა - ანატოლი ფილატოვმა მე-4 ადგილზე გასვლა და $114.660 დოლარის მიღება შეძლო. შვედი ნიკლას აშტედის მე-3 ადგილიდან გამოთიშვის შემდეგ, ფინალური ჰედს-აპი ჯონ ვან ფლიტსა და ბენ ტოლერენს შორის გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ჯონ ვან ფლიტი გასული წლის POWERFEST-ის გამარჯვებული იყო და წელს კვლავ შეძლო ფინალური ჰედს-აპის თამაში. ამჯერად, მისმა ანაზღაურებამ $224.640 დოლარი შეადგინა, მაშინ როცა შარშანდელი ტურნირის პირველი ადგილისთვის ფლიტის ანგარიშზე მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა.
რაც შეეხება ბენ ტოლერენს - 2018 წელს მისმა PartyPoker-დან მიღებულმა ანაზღაურებამ მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მაისში მან $5.000.000 GTD POWERFEST-ის მე-4 ადგილისთვის $393.900 დოლარი მიიღო, $25.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერ POWERFEST-ის მოგებისთვის კი - $846.772. ამჯერად, ტოლერენის ანაზღაურებამ $310.440 დოლარი შეადგინა.