სემ თრიქეთი Daily Mail-ის მთავარ გვერდზე აღმოჩნდა

თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე - სემ თრიქეთი ბრიტანული Daily Mail-ის მთავარ გვერდზე მოხვდა, სათაურით "როგორ მოიგო ბრიტანელმა მოთამაშემ £30.000.000". როგორც თავად თრიქეთი აცხადებს, მან ერთდღიან სესიაზე მართლაც მოიგო £7.6 ფუნტ სტერლინგი. 

შესაძლოა £30.000.000 ცოტათი გადაჭარბებული იყოს, მაგრამ სემ თრიქეთი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ტურნირებს მართლაც ესწრება. ფართო აუდიტორიის წინაშე თრიქეთი 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც WSOP-ის ფარგლებში პირველად გამართული Big One for One Drop-ის $1.000.000 დოლარიან ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა. მაშინდელი ღონისძიება ანტონიო ესფანდიარიმ მოიგო, $18.346.673 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. თრიქეთმა კი $10.112.001 დოლარი მიიღო, რითიც ბრიტანელებს შორის ყველაზე მომგებიანი მოთამაშის სტატუსი გაინაღდა. 

"£15.000.000-მდე ტურნირებში მაქვს მოგებული, ქეშ-გეიმებზე კი გაცილებით მეტი, - ამბობს Daily Mail-თან ინტერვიუში თრიქეთი, - ყველაზე დიდი თანხა, რაც ერთი დღის განმავლობაში მომიგია £7.6 მილიონი ფუნტ სტერლინგია."

რა თქმა უნდა, ამ ამბავს მან ისიც მოაყოლა, რომ არაერთხელ წაუგია £1.000.000-მდე: "ხშირად წამიგია £1 მილიონამდე დღეში. თუ ასეთი სესია მაქვს, თამაშს მაშინვე ვწყვეტ, რათა საკუთარ თავზე კონტროლი არ დავკარგო და მეტი არ წავაგო."

როგორც 32 წლის მოთამაშე ყვება, მას რამდენიმე სახლი აქვს, მათ შორის სახლი იბიცაზე: "უამრავ ფულს ვხარჯავ მანქანებზე. ჩემი 'ფერარი' პირადი შეკვეთითაა დამზადებული და ის £275.000 ფუნტ სტერლინგი დამიჯდა. ასევე, მყავს ორი 'რეინჯ როვერი' - £90.000 და £120.000 ფუნტ სტერლინგის ღირებულების. ვფიქრობ, ფულის ყადრი ჯერ კიდევ არ ვიცი. როცა საქმე ხარჯვას ეხება, ნამდვილი 'საქერი' ვარ."

 

რუმები

ქართული უცხოური