სტივ ო'დუაიერმა POWERFEST-ზე $896.610 დოლარი მოიგო

სტივ ო'დუაიერი თანამედროვე ძვირადღირებული ლაივ ტურნირების ნამდვილი ვარსკვლავია. ამჯერად, ამერიკელმა მოთამაშემ PartyPoker-ზე მიმდინარე POWERFEST-ის სერიების მე-19 დღის ივენთის მოგებისთვის, $896.610 დოლარი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ლაივ ტურნირებიდან მიღებული ერთჯერადი ანაზღაურება, ზოგჯერ, რამდენიმე მილიონ დოლარსაც კი აღწევს, უკანასკნელ ტურნირზე მოგებული თანხა ო'დუაიერის ონლაინ კარიერაში ყველაზე დიდი აღმოჩნდა. 

$25.000 Championship-ზე მოსალოდნელზე მეტი მონაწილის დარეგისტრირების შემდეგ, თავდაპირველად დადგენილი $3.000.000 დოლარიანი საპრიზო ფონდი დამატებითი $900.000 დოლარით გაიზარდა. საერთო ჯამში, ტურნირზე 156 ენტრანტმა ითამაშა. ფინალურ ექვსეულში, საიდანაც ყველაზე დაბალი ანაზღაურება $118.000 დოლარი იყო, ჯეისონ კუნი, ჯონ ვან ფლიტი და მაიკლ ჟანგი შევიდნენ. 

ვან ფლიტისა და ჟანგის მე5 და მე-3 ადგილებიდან გამოვარდნის შემდეგ, სტივ eet_smakelijk ო'დუაიერი ონლაინ გრაინდერ - orpenKK-ს დაუპირისპირდა. ჰაი როლერ ტურნირებზე დაგროვილმა გამოცდილებამ თავისი ქნა და eet_smakelijk-მა თავისი კარიერის უდიდესი ონლაინ ტურნირი მოიგო. 

უკანასკნელი გამარჯვების შემდეგ, 36 წლის მოთამაშის კარიერული შემოსავალი $22 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 

რუმები

ქართული უცხოური