ტომ დუანმა $2.35 მილიონიანი დარიგება წააგო

პოკერის მოყვარულები და სატელევიზიო ქეშ-გეიმების მაყურებლები ტომ დუანის გამარჯვებას განსაკუთრებული აღტაცებით ხვდებიან. იშვიათად თუ გაიხსენებს ვინმე ტომ დუანის მიერ წაგებულ დიდ დარიგებას. 

მოცემულ ვიდეოში დაფიქსირებულია სატელევიზიო პოკერის ისტორიაში ყველაზე დიდი დარიგება, რომელიც ტომ დუანსა და პოლ ფუას შორის გათამაშდა. 

ჯეჯუში გამართულ Triton Poker Super High Roller-ის ქეშ-გეიმს ტომ დუანი, პატრიკ ანტონიუსი, დომინიკ ნიცშე, ჯეისონ კუნი, სემ გრინვუდი და პოლ ფუა ესწრებოდნენ. დარიგება პოლ ფუას 'სტრადლით' დაიწყო, რაც მას დარიგების AA-ით გასაკონტროლებლად დამატებით უპირატესობას აძლევდა. დომინიკ ნიცშეს მიერ KQ-ით გაკეთებულ ბეთს, AQ-ით ტომ დუანის რირეიზი მოჰყვა. ფუამ, დამახასიათებელი სიცილითა და მხიარულებით, AA-ით ბანკი $431.000 დოლარამდე გაზარდა. რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ, ტომ დუანმა ოლ ინი გამოაცხადა, რაზეც მალაიზიელმა ბიზნესმენმა მომენტალურად უპასუხა. 

"ფაქტი, რომ პოლ ფუა იცინის, არაფერს იძლევა, - თქვა კომენტატორის ოთახიდან ქეშ-გეიმერმა ლექს ველდუსმა, რომელიც თამაშს უძღვებოდა, - ის ისედაც ყოველთვის იცინის."

აღსანიშნავია, რომ მასიური ბლეფების დროსაც კი, ტომ დუანს ნერვიულობა არასდროს ეტყობოდა. ამ დარიგებაში კი დუანს აშკარა დაძაბულობა ეტყობა. 

რუმები

ქართული უცხოური