პატრიკ ანტონიუსის ოპერაცია, საჩოგბურთო კარიერა და სამომავლო გეგმები
რამდენიმე დღის წინ, ლეგენდარულმა მოთამაშემ, პატრიკ ანტონიუსმა გამოცემა PokerGround-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ გარემოებაზე ისაუბრა, რომლის გამოც ის ჩოგბურთიდან პოკერზე გადაერთო.
მიუხედავად იმისა, რომ ანტონიუსს არასდროს ჰქონია ATP-ის ქულები, როგორც თავად ყვება, მსოფლიო რეიტინგის ტოპ 200-ეულში მყოფ ჩოგბურთელებთან ერთად ხშირად გასულა კორტზე და სასურველი შედეგიც უჩვენებია. ტრავმებისა და მცირე გართულებების გამო, ანტონიუსმა ჩოგბურთზე უარი თქვა და მთლიანად პოკერზე გადაერთო. 5 დღის წინ, ანტონიუსმა საზარდულის არეში ოპერაცია გაიკეთა: "როგორც იქნა მოვახერხე იმის გამოსწორება, რაც 3 წლის განმავლობაში ჩობურთის თამაშში ხელს მიშლიდა" - წერს 'ისნტაგრამის' გვერდზე ფინელი მოთამაშე.
ანტონიუსის თქმით, თანამედროვე პოკერის პრობლემა მოთამაშეების მხრიდან წესების ბოროტად გამოყენებაა. ონლაინ პოკერის სივრცის რეგულარების მიერ სრული დაპყრობის გამო, ანტონიუსი ლაივ პოკერზეა გადართული: "აქ მოთამაშეს პირისპირ უზიხარ, მასთან კომუნიკაციის საშუალება გაქვს და გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლია. თანაც, თამაშები გაცილებით დიდია, ვიდრე ინტერნეტში."
ინტერვიუს დროს ანტონიუსმა იმ ივენთებზე ისაუბრა, რომელზე დასწრებასაც ყოფილი ჩოგბურთელი აპირებს. მათ შორის მალტაში დაგეგმილი ტურნირების სერიაა, რომელიც სტარტს ოქტომბრის ბოლოს აიღებს. სწორედ ამ მიზეზით, ის WSOPE-ზე დასწრებას ვერ მოახერხებს. ანტონიუსმა კიდევ ერთი ინტრიგა შემოგვთავაზა: როგორც თავად ამბობს, მალე ის დიდ სიახლეს გვპირდება, მაგრამ თუ რა იქნება ეს, ჯერჯერობით არ ამხელს.