მანიგ ლუსერის წარმოუდგენელი ფოლდი PartyPoker-ის ქეშ-გეიმზე
ნოტინგემში მდებარე Dusk Till Dawn კაზინოში, ყველაზე შემოსავლიანი ბრიტანელი პროფესიონალი მოთამაშე - სემ თრიქეთი ყოველთვიურ ქეშ-გეიმ სესიას მართავს. თამაშზე დასწრება მხოლოდ სპეციალური მოსაწვევითაა შესაძლებელი. სტუმრებს თავად თრიქეთი ირჩევს.
ამჯერად, PartyPoker-ის ოთახში, თრიქეთთან ერთად, პოლ ნიუი, მაიკლ ჟანგი, რიჩარდ ბერიჩი, მანიგ ლუსერი და დენ შაკი შეიკრიბნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლუსერი ქეშ-გეიმერად ითვლება, მის სატურნირო ანგარიშზე $7.964.997 დოლარი ირიცხება. მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიან მოთამაშეებს შორის ის 101-ე, ხოლო გერმანიის რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს.
უკანასკნელ თამაშზე, ლუსერმა დაამტკიცა, რომ ქეშ-გეიმის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და არნახული ოსტატობა აჩვენა - გერმანელმა მოთამაშემ ფულ ჰაუსი დაყარა და £41.000 ფუნტ სტერლინგის დაკარგვა აიცილა თავიდან.
დარიგება, დაახლოებით, მოცემული ვიდეოს 14:49-ზე იწყება