კრის მორმანი, გრეგ რეიმერი და ქეითი ლინდსი ქველმოქმედებაში ერთვებიან
მომავალ კვირას, დიდი პოკერი ტენესის უბრუნდება - ამჯერად, საქველმოქმედო ტურნირის სახით. Music City Shootout ივენთზე უამრავ ადგილობრივ მოთამაშეს ელოდებიან, მაგრამ ტურნირის ჰედლაინერები კრის მორმანი, გრეგ რეიმერი და ქეითი ლინდსი არიან. ღონისძიების მიზანი საქველმოქმედო ორგანიზაცია Mother To Mother-ის დასახმარებლად გაიმართება.
"ნეშვილში გამგზავრება და ტურნირის თამაში მე და ქეითის ძალიან გვახარებს, - ყვება კრის მორმანი PokerNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, - ძირითადად, ონლაინ სივრცეში ვთამაშობ, ან მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ, მაგრამ საქველმოქმედო ტურნირებს იშვიათად ვესწრები. ტენესიში ჩასვლა და Music City Shootout-ის თამაში ძალიან სასიამოვნო იქნება, რადგან ღონისძიება კეთილ მიზნებს ემსახურება."
ტურნირი Clementine Hall-შია დაგეგმილი და მისი ბაი-ინი $300 დოლარს შეადგენს. პოკერის გარდა, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ვახშამი და საქველმოქმედო აუქციონი ელოდებათ. ტურნირის მთავარი პრიზი 2019 წლის WSOP-ის მეინ ივენთის $10.000 დოლარიანი ბილეთი იქნება. Mother To Mother საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს იმ ინვენტარით ამარაგებს, რომლებიც ახალშობილებისა და ბავშვების ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი. "პოკერის მაგიდასთან, მე და კრისი ერთმანეთს მცირედითაც არ ვინდობთ, - ყვება ლინდსი, - ამიტომ 2019 წლის მეინ ივენთის უფასო ადგილისთვის მთელი შემართებით ვიბრძოლებთ."