WSOPE €25K High Roller-ზე მაიკლ ადამომ $1 მილიონი მოიგო
როზვადოვში მიმდინარე WSOPE-ის ფარგლებში €25.000 ევროიანი სუპერ ჰაი როლერი გაიმართა, რომელზეც ჰაი სტეიკს გრაინდერების სრული ელიტა იყო წარმოდგენილი. ავსტრალიელმა მაიკლ ადამომ სატურნირო კარიერის საუკეთესო ანაზღაურება - €848.702 ევრო მიიღო, რაც დაახლოებით $965.475 დოლარს შეადგენს.
წინა ჰაი როლერისგან განსხვავებით, რომელიც მიკიტა ბადიაკოვსკიმ მოიგო და რომელსაც მხოლოდ 9 ენტრანტი ჰყავდა, ამ ტურნირზე 133 მოთამაშე დარეგისტრირდა. გასული წლის ივენთის გამარჯვებული, ნაიალ ფარელი ისეთ მოთამაშეებს მიუძღვებოდა წინ, როგორებიც დევიდ პიტერსი, ადრიან მატეოსი, პოლ ფუა, კრის ფერგიუსონი, ლივ ბურე და თავად მიკიტა ბადიაკოვსკი არიან.
მაიკლ ადამომ ტურნირი დაგვიანებით დაიწყო, თანაც გამოუძინებელმა. ამ ფაქტორებს ჩიპლიდის მოპოვებაში ხელი მაინც არ შეუშლიათ. "ახლა ნამდვილად ვიცი, რომ დაძინებას და დასვენებას მოვახერხებ" - თქვა ტურნირის დასრულების შემდეგ ავსტრალიელმა მოთამაშემ. ფინალურ ჰედს-აპში მან გერმანელი კრისტიან რუდოლფი დაამარცხა, რომელმაც მე-2 ადგილისთვის ნახევარი მილიონი ევრო მიიღო.