ერიკ ლინდგრენი - ონლაინ პოკერის კიდევ ერთი წაგებული
ერიკ ლინდგრენს WSOP-ის 2 ოქროს სამაჯური აქვს მოგებული, 2009 და 2013 წლებში. ლაივ ტურნირებსა და ქეშ-გეიმებზე მისი წარმატება აშკარაა, მაგრამ როცა საქმე ონლაინ პოკერს ეხება, ლინდგრენის მოგების ხაზი მკვეთრად ეცემა.
ონლაინ სამყაროში ერიკ ლინდგრენი E-Dog-ის სახელით იყო ცნობილი. წლების განმავლობაში ინფორმაცია მისი გაკოტრების შესახებ საიდუმლოდ ინახებოდა, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლინდგრენმა Full Tilt Poker-ის მაგიდებთან, რომელიც პარალელურად მისი სპონსორიც იყო, $1.5 მილიონ დოლარზე მეტი წააგო.
მსგავსი თანხა თუ მნიშვნელოვან დანაკარგად არ გეჩვენებათ, მაშინ ლინდგერნის ტოტალიზატორების ანგარიშს უნდა გადავხედოთ. უცნობია, რამდენი წააგო ცხენებსა და ფეხბურთის მატჩებზე, მაგრამ "2+2"-ზე ჰარაბალოს ვულგარისის გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით ირკვევა, რომ ტოტალიზატორების გამო, ლინდგრენს მისი $10.000.000 მართებს. ვულგარისის პოსტს რამდენიმე სხვა მევალის პოსტიც მოჰყვა.
შეიძლება $1.5 მილიონი ონლაინ გრაინდერისთვის დიდი თანხა არ იყოს, მაგრამ ლინდგრენმა მსგავსი ბანკროლის დახარჯვა 79.521 დარიგებაში მოახერხა. შედარებისთვის: გას ჰენსენმა გაცილებით დიდი თანხა - $20.737.007 დოლარი წააგო, თუმცა ამ ყველაფერს 1.527.615. მათემატიკას თუ მოვიშველიებთ, ლინდგრენი ყოველ დარიგებაში $19.06 დოლარს აგებდა, ხოლო ჰენსენი - $13.18 დოლარს. აქვე უნდა ვახსენოთ გი ლალიბერტე, რომელმაც სულ რაღაც 29.341 დარიგებაში $2.685.018 დოლარი წააგო. თითოეული ხელის დანაკარგი $91.51 დოლარს შეადგენდა.