WSOPE €100.000 High Roller-ის გამარჯვებული მარტინ კაბრელი გახდა

WSOPE-ის მე-9 ივენთის, €100.000 ევროიანი ჰაი როლერის გამარჯვებული მარტინ კაბრელი გახდა, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპში დევიდ პიტერსი დაამარცხა. 

ამ დრომდე, მისი საუკეთესო ანაზღაურება გასული წლის იმავე ივენთზე დაკავებული მე-8 ადგილი და €366.762 ევრო იყო. ამჯერად, ჩეხმა მოთამაშემ €2.624.340 ევრო და WSOP-ის მე-2 სამაჯური მიიღო. "უდიდესი გამარჯვებაა! ძალიან ბედნიერი ვარ, - ყვება კაბრელი, - კმაყოფილი იმით ვარ, რომ გავიმარჯვე. ვის მოვუგე და როგორი მოთამაშეები იყვნენ, დიდად არ მაინტერესებს."

ამერიკულისგან განსხვავებით, ევროპულ WSOP-ზე მარტინ კაბრელი განსაკუთრებული წარმატებით გამოდის - 2 ოქროს სამაჯურის გარდა, როზვადოვში მას WSOP Circuit-ის 4 ბეჭედი აქვს მოგებული. არცაა გასაკვირი, რომ მას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს: "იმედი მაქვს, რომ წელს კიდევ 2 ოქროს სამაჯურს მოვიგებ. შეიძლება საუკეთესო მოთამაშე იყო და არ გიმართლებდეს - ამას ვერაფერს მოუხერხებ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი შემთხვევა არ იქნება. თუ მეინ ივენთზე მართლაც არ გამიმართლებს, მაშინ მხოლოდ ერთი სამაჯურის დამატებას შევძლებ."

გუშინდელი დღის ჩიპლიდერი - დომინიკ ნიცშე, რომელიც ფინალურ ჰედს-აპ მიკიტა ბადიაკოვსკისთან დაპირისპირებას გეგმავდა, მე-5 პოზიციიდან გამოეთიშა თამაშს. ფინალური მაგიდის მონაწილეთა ადგილები და ანაზღაურება ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშექვეყანაანაზღაურება
1მარტინ კაბრელიჩეხეთის რესპუბლიკა€2.624.340
2დევიდ პიტერსიაშშ€1.621.960
3ჯულიან ტომასიგერმანია€1.116.308
4მიკიტა ბადიაკოვსკიბელარუსი€789.612
5დომინიკ ნიცშეგერმანია€574.406
6იან-ერიკ შვიპერტიგერმანია€430.218
7ადრიან მატეოსიესპანეთი€331.943
8მაიკლ ადამოავსტრალია€264.110

 

რუმები

ქართული უცხოური