WSOPE Main Event-ზე 6 მოთამაშეა დარჩენილი

​WSOPE-ის €10.350 ევროიან მეინ ივენთზე 6 მოთამაშეა დარჩენილი. პირველ ადგილს სერბი მილოშ შკრებიცი იკავებს, რომელსაც  უნგრელი ლასლო ბუიტასი მოჰყვება. ყურადღების ცენტრში 2013 წლის WSOP-ის ჩემპიონი - რაიან რისია, რომელიც ზომით მე-3 სტეკს ფლობს. 

მიუხედავად იმისა, რომ რაიან რისმა პოკერის თამაში 14 წლის ასაკში დაიწყო, მისი პროფესინალური კარიერა 2013 წელს იღებს სათავეს, როდესაც WSOP Main Event-ის ფინალურ ჰედს-აპში ჯეი ფარბერი დაამარცხა. მაშინდელი გამარჯვებისთვის მიჩიგანელმა მოთამაშემ $8.361.570 დოლარი მიიღო. ფილ ჰელმუტის შემდეგ, რისი მსოფლიოში მეორე მოთამაშე იქნება, ვინც WSOP-ის მეინ ივენთის მოგება ორ კონტინენტზე მოახერხა. მისი გამარჯვების შანსები ძალიან მაღალია, მაგრამ როგორც თავად ამბობს, უკანასკნელი დღეების განმავლობაში მიუტევებელი შეცდომები დაუშვა: "ცუდი თამაშისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ავირჩიე. ვფიქრობ, ყოველ კრიტიკულ სიტუაციაში არასწორი გადაწყვეტილება მივიღე." 

მეინ ივენთის მოგების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეტენდენტი კორაი ალდემირი იყო, რომელიც მაშინდელმა ჩიპლიდერმა - ლასლო ბუიტასმა გაისტუმრა სახლში. გერმანელის გარდა, ბუიტასმა ბალჩუ ლუკაჩის გამოთიშა თამაშს და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. 

რუმები

ქართული უცხოური