ანდრაშ ნემეტი ზედიზედ 2 ონლაინ ტურნირს იგებს
საკვირაო ონლაინ ტურნირის მოგება ბევრის ოცნებაა. გასულ კვირას, ანდრაშ ნემეტმა კი ეს ოცნება ზედიზედ ორჯერ აისრულა. მან ორი ჰაი როლერ ივენთი მოიგო, რამაც ჯამში $105.000 დოლარიანი მოგება მოუტანა. უნგრელი მოთამაშის ონლაინ პოკერიდან მიღებული საერთო შემოსავალი ამჟამად $9.2 მილიონ დოლარს აჭარბებს.
ნემეტმა პირველი გამარჯვება PartyPoker-ის Sunday Super High Roller: $200K GTD-ზე მოხდა, რომელსაც 80 მოთამაშიანი ფილდი ჰყავდა. ლეგენდარული სამი კელოპურო 'ბაბლზე' გამოვარდა თამაშიდან, ხოლო PartyPoker-ის პროფესიონალთა გუნდის წევრმა - პატრიკ ლეონარდმა გაჭირვებით მოახერხა ფინალურ მაგიდაზე მოხვედრა. ფინალურ ჰედს-აპში ნემეტმა ბრიტანელი კონორ ბერსფორდი დაამარცხა და $57.000 დოლარიანი ანაზღაურება მიიღო.
კვირა დღის მე-2 მოგება PokerStars-ის $2.100 დოლარიან ტურნირზე მოდის, რომელსაც 100 მოთამაშე დაესწრო. ტურნირის 'ბაბლს' ამჯერადაც დიდი სახელი ემსხვერპლა - რამდენიმესაათიანი თამაშის მიუხედავად, სტივ ო'დუაიერმა ანაზღაურების გარეშე დატოვა ივენთი. ფინალურ მაგიდაზე მოხვედრა ტომას მიულოკერმა და კონორ დრინანმა მოახერხეს. ანდრაშ ნემეტს პირველი ადგილისთვის $47.398 დოლარი ერგო.