კრის მანიმეიქერის 'ჰიტერი' Rock'n'Roll Poker Open-ზე

ფლორიდაში ლეგენდარული კრის მანიმეიქერი არაჩვეულებრივ დროს ატარებს. 2003 წლის მეინ ივენთის ჩემპიონი Seminole Hard Rock Hotel & Casino-ში მიმდინარე RRPO ჩემპიონატს 'დაესხა თავს'. 

პირველ რიგში, აღსანიშნავია თავად მანიმეიქერის სახელობის ივენთი - Moneymaker Tour, რომელზეც PokerStars Players Championship-ზე დასასწრები $30.000 დოლარიანი საგზური თამაშდებოდა. ტურნირის ღირებულება სულ რაღაც $86 დოლარი იყო. 'პოკერის ბუმის' შემოქმედმა მოთამაშემ კინაღამ საკუთარი სახელობის ტურნირი მოიგო. 957 მოთამაშეს შორის, მანიმეიქერმა მე-2 ადგილის დაკავება შეძლო. მოგების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, $30.000 დოლარიანი საგზური მე-2 ადგილოსანს გადაეცემოდა. ტურნირი ანდრეას რისკესმა მოიგო, ხოლო თავად მანიმეიქერს $8.135 დოლარი ხვდა წილად.

რამდენიმე დღის შემდეგ, მანიმეიქერმა Feeding South Florida-ს საქველმოქმედო ივენთი მოიგო. ტურნირის ბაი-ინი $300 დოლარს შეადგენდა და მასზე 89 მოთამაშე დარეგისტრირდა. ივენთის მთავარი პრიზი კვლავ $30.000 დოლარიანი საგზური იყო. მართალია, ესტებან გარსია მანიმეიქერთან ფინალურ ჰედს-აპში დამარცხდა, მან მაინც ღონისძიების მთავარი ჯილდო მიიღო. 

თითქოს, საქველმოქმედო ტურნირის მოგება საკმარისი არ იყო, მანიმეიქერმა RRPO-ს სერიების ომაჰას ტურნირიც მოიგო, რომელზეც 96 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. პირველი ადგილისთვის მანიმეიქერს $9.136 დოლარი ხვდა წილად. რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი ანაზღაურებებიდან ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს ვერცერთით გააკვირვებ, მაგრამ რამდენიმედღიანი შუალედებით, 3 ტურნირზე ფინალური ჰედს-აპის თამაში და 2 მათგანის მოგება მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. 

რუმები

ქართული უცხოური