Seminole Hard Rock Open-ის გამარჯვებული წელსაც დევიდ პიტერსი გახდა

სათაური, რომ დევიდ პიტერსი ტურნირს იგებს - განსაკუთრებულ სიახლეს აღარ წარმოადგენს. Handon Mob-ის მონაცემებით, მას ათეულობით ტურნირი აქვს მოგებული, რამაც საერთო ჯამში $30 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მოუტანა. რაც მის უკანასკნელ მოგებას განსაკუთრებულ ისტორიად აქცევს ისაა, რომ შარშან და წელს, მან ზედიზედ შეძლო Seminole Hard Rock'n'Roll Poker Open-ის მოგება. 

გასული წლის ნოემბერში, პიტერსმა RRPO-ის ტურნირზე 61 მოთამაშე დაამარცხა და $104.309 დოლარიანი ანაზღაურება მიიღო. მან წელს არამხოლოდ იგივე ღონისძიება მოიგო, არამედ იგივე მაისურით მაისურით ითამაშა, რაც 2017 წელს ეცვა. "ეს ის მაისური არ არის, რაც შარშან გეცვა? კი, ნამდვილად ისაა, მე გიყიდე" - პიტერსის შეყვარებულმა ჟურნალისტებზე ადრე შეამჩნია საგულისხმო დეტალი. 

წლევანდელ ტურნირზე 95 მოთამაშე დარეგისტრირდა, რაც მის მოგებას კიდევ უფრო ართულებდა. ჰედს-აპში ფრანგი გილიომ დიაზის დამარცხებით, პიტერსმა თავის ბანკროლს $143.159 დოლარი დაამატა. "შეგრძნება მიჩნდება, რომ მაგიდასთან ზოგი თავს არიდებს ჩემთან თმაშს, - ყვება დევიდ პიტერსი, - იშვიათად თუ გამოჩნდება ისეთი მოთამაშე, ვინც აქტიურად ეძებს ჩემთან შეჯახების დროულ მომენტს."

რუმები

ქართული უცხოური