ტონი ჯი დაბადების დღის აღნიშვნას ჩეხეთში, King's Casino-ში აპირებს

ავსტრალიური წარმოშობის ლიტველი მოთამაშის პერსონას ხმაური არასდროს აკლდა. ევროპარლამენტარებისთვის ის ანტანას გუოგაა, ხოლო პოკერის მოყვარულებისთვის - ტონი ჯი. მისი აგრესიული, ცინიკური და, ხშირ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი რეპლიკები პოკერის მაგიდასთან ყველას ემახსოვრება. 

როგორც ჩანს, ტონი ჯი დაბადების დღის აღნიშვნასაც ხმაურიანად გეგმავს: ლეგენდარული გემბლერის საპატივცემულოდ, რომელიც წარსულში PartyPoker-ის დამაარსებელი და სახე იყო, ყოფილი პარტნიორი პოკერ-რუმი 15 და 16 დეკემბერს, მასშტაბურ ტურნირს ჩაატარებს. 

ტურნირს ჩეხეთში მდებარე King's Casino უმასპინძლებს. მისი ბაი-ინი €1.100 ევრო, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი €200.000 ევრო იქნება. ტურნირის ორგანიზატორები მოთამაშეების განსაკუთრებით დიდ რაოდენობას ელოდებიან. ამის მიზეზი, მისაღები ბაი-ინის გარდა, ტურნირის დიფ სტეკ სტრუქტურაა, 40 წუთიანი ლეველებით. მეტი მხიარულების მიზნით, ტონი ჯის გაგდებაზე სპეციალური ფულადი ჯილდო იქნება დაწესებული, რომლიც ოდენობაც რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

რუმები

ქართული უცხოური