2018 EPT Prague Main Event-ის გამარჯვებული გერმანელი პოლ მიქაელისი გახდა
გერმანული პოკერის წარმატება პრაღაში მიმდინარე EPT-ის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ დადასტურდა - ევროპული პოკერის ტურის €5.300 ევროიანი მეინ ივენთის გამარჯვებული გერმანელი პოლ მიქაელისი გახდა, რომელმაც სამმხრივი შეთანხმების შედეგად €840.000 ევრო მიიღო.
"დაუჯერებელია, - ყვებოდა ტურნირის დასრულების შემდეგ მიქაელისი, - წარმოუდგენლად დიდი თანხაა. რა თქმა უნდა, სპონსორების წილების გასტუმრების შემდეგ, მე მხოლოდ მოგებული თანხის ნაწილი შემხვდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ანაზღაურება ძალიან დიდია." ამ მომენტამდე, გერმანელის სატურნირო კარიერა $800.000 დოლარამდე შემოსავალს ითვლიდა. ეს მისი საუკეთესო ერთჯერადი მოგებაა.
1.174 მონაწილეს შორის მიღწეული წარმატების შემდეგ, ტურნირის ფინალურ სამეულში მოლაპარაკება გაიმართა. შეთანხმების მიხედვით, მე-2 ადგილი უკრაინელმა არტიომ კობილინსკიმ, ხოლო მე-3 - რუსმა ალექსანდრ მერჟვინსკიმ დაიკავეს. მათი ანაზღაურება, შესაბამისად, €571.910 და €631.500 ევროთი განისაზღვრა.
დიდი ტურნირები გერმანელისთვის უცნობი ნამდვილად არ ყოფილა: გასულ წელს, ამჯერად პრაღაში, PokerStars-ის ჩემპიონატზე, 855 მონაწილეს შორის მან 28-ე ადგილი დაიკავა, €18.900 ევროიანი ანაზღაურებით. "ჩემთვის ეს ცოტა იყო" - ამბობს მიქაელისი, რომელმაც შემდეგ ერთი წელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობასა და მასშტაბური ტურნირების თამაშში გაატარა. მისმა წლევანდელმა მოგებამ $150.000 დოლარი შეადგინა, რაც მის სამოგზაურო ხარჯებსა და ტურნირების ბაი-ინებს თავისუფლად აანაზღრაურებდა, მაგრამ დიდი გამარჯვება სწორედ პრაღაში გამართულ EPT-ის მეინ ივენთზე მოვიდა.
"დიდი გამოცდილება მივიღე. ამ მხრივ, მეინ ივენთები და დიდი ტურნირები ნამდვილად სასარგებლოა. გამოცდილების ზრდასთან ერთად, გაცილებით მშვიდად ვუდგები თამაშს."