2018 წლის შეჯამება: პოკერის სამყაროში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები

ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანი უკვე ისტორიის საკუთრებაა, ხოლო ჩვენ უფლება გვაქვს, რომ გასული 12 თვის მოვლენებს გადავხედოთ და მათი მნიშვნელობა შევაფასოთ. ამ რუბრიკაში, რომელიც ახალი წლის დადგომამდე გაგრძელდება, შემოგთავაზებთ პოკერის სამყაროსა და სათამაშო ინდუსტრიაში 2018 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების მოკლე მიმოხილვას.

პოკერის სამყაროში თუ რამე არ იცვლება, ეს ფილ აივის სტატუსია - 26 წლის ასაკიდან მოყოლებული დღემდე, ანუ იმ მომენტიდან, როცა ის WSOP-ზე გამოჩნდა, აივი პოკერის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. 

ფილ აივის საუკეთესოობა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება: დიდ ტურნირებზე მან საოცარი შედეგი აჩვენა. თუ დოილ ბრანსონსა და ჯონი ჩენს WSOP-ის 10 ოქროს სამაჯურის მოსაგებად ათწლეულები დასჭირდათ, აივიმ ეს უმოკლეს დროში მოახერხა. WPT და EPT აივისთვის წარმატებული გამოდგა, მაგრამ მან არამხოლოდ ამერიკისა და ევროპის კონტინენტზე მიაღწია წარმატებას, არამედ ავსტრალიის დაპყრობაც მოახერხა - Aussie Millions-ის ტურნირებსა და ქეშ-გეიმებზე ნაჩვენები შედეგი აშკარად მოწმობს, რომ აივიმ მსოლიოს ყველა წერტილში დატოვა კვალი. გარდა ამისა, ის ინტერნეტში არსებულ ყველაზე დიდ თამაშებს ესწრებოდა და მსოფლიოს საუკეთესო გრაინდერების წინააღმდეგ ათიათასობით მაყურებლის თანდასწრებით თამაშობდა.

2014 წელს, როცა მან უკანასკნელი WSOP-ის სამაჯური მოიგო, როცა ყველა მის დაუსრულებელ წარმატებაზე ლაპარაკობდა, აივი  გაუჩინარდა. 2016 წელს ის WSOP-ის მეინ ივენთზე გამოჩნდა, მაგრამ ჟურნალისტებისთვის მისი კარი მაინც დახურული იყო. თუ Borgata-სა და Crockfords-თან დაკავშირებულ სასამართლო დავებს არ ჩავთვლით, აივი უმეტესწილად მაინც ჩრდილში რჩებოდა. 

აივის დაინტერესება ერთადერთი ამბით შეიძლებოდა - ჰაი სტეიკს პოკერი. და აი ისიც: Triton Super High Roller-ის სერიები, რომლებიც მოთამაშეებს ასტრონომიულ ბაი-ინებსა და საპრიზო ფონდებს სთავაზობდნენ. 'ტრიტონის' სერიებზე აივიმ ორი ფინალური ჰედს-აპი ითამაშა, საიდანაც ერთი პირველი ადგილით დაასრულა. მონტენეგროში ნათამაშები ტურნირებიდან აივიმ $2.27 მილიონი დოლარი მიიღო. ერთადერთი ადამიანი, ვინც აივის გამოჩენით გაკვირვებული არ დარჩა, პატრიკ ანტონიუსი იყო: "აივისთან მე სხვა მდგომარეობა მაქვს. რამდენადაც მე და ის კარგი მეგობრები ვართ, აივისთან დაკავშირებით გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებზე გაცილებით მეტ ინფორმაციას ვფლობ. ბოლო წლებში ის აზიაში დიდ ქეშ-გეიმებს თამაშობს. 'ტრიტონზე' სწორედ იმ ბიზნემსენების და მოთამაშეების წრე იყო წარმოდგენილი, ვინც აივის მაგიდებთან ქეშ-გეიმებს ესწრება. ამიტომაც, მისი არჩევანი ჩემთვის დიდი სიახლე ნამდვილად არ ყოფილა."

აივისთან დაკავშირებულმა წარსულმა გამოცდილებამ თუ რამე გვაჩვენა, ისაა, რომ მისი გამოცნობა შეუძლებელია მაგიდებთან და მაგიდის მიღმა. 2018 შეიძლება აივის სატურნირო პოკერში დაბრუნების წლად ჩაითვალოს. 

რუმები

ქართული უცხოური