2018 წლის მოთამაშე ალექს ფოქსენი გახდა

ფულადი ანაზღაურების გარდა, პოკერის მოთამაშეები აღიარებისთვისაც იბრძვიან. Global Poker Index (GPI) მოთამაშეების სატურნირო კარიერას ზედმიწევნით სწავლობს და მათ მიღწევებს რიცხვებში გამოსახავს. 

2018 წლის მოთამაშე, GPI-ის მონაცემების მიხედვით, ალექს ფოქსენი გახდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გადაუსწრო სტივენ ჩედვიკს. 2018-ში მან $6.6 მილიონი დოლარი მოიგო. HandonMob-ის სტატისტიკის მიხედვით, ფოქსენმა 28-ჯერ დაიკავა საპრიზო ადგილი, საიდანაც 18-ჯერ ფინალურ მაგიდაზე მოხვდა. ფოქსენის ყველაზე დიდი ანაზღაურება მარტით თარიღდებოდა, როდესაც მან Asia Pacific Poker Tour-ის ჰაი როლერ ივენთზე $963.000 დოლარი მოიგო. სულ ცოტა ხნის წინ კი, $300.000 დოლარიან Super High Roller Bowl-ზე, რომელიც აიზიკ ჰექსტონის გამარჯვებით დასრულდა, ფოქსენმა მე-2 ადგილი დაიკავა და $2.16 მილიონი დოლარი მიიღო.

ერთი წლით ადრე, GPI-ის რეიტინგში ალექს ფოქსენმა მე-12 ადგილი დაიკავა. 2017-ის ტოპ ოცეულიდან 2018-ის ოცეულში 9 მოთამაშე მოხვდა, მათ შორის არიან GPI-ის 2017 წლის მოთამაშე ადრიან მატეოსი და უკანასკნელი რეიტინგის რიგით მე-2 მოთამაშე სტივენ ჩედვიკი. 

პოზიციამოთამაშეGPI-ის ქულები
1ალექს ფოქსენი4095.52
2სტივენ ჩედვიკი3787.26
3დევიდ პიტერსი3776.97
4ჯასტინ ბონომო3763.02
5ჯეიკ შინდლერი3716.07
6სტივ ო'დუაიერი3596.30
7პაველ პლესუვი3503.07
8ადრიან მატეოსი3412.43
9მაიკლ სოიზა3389.65
10ჯო მაკკიენი3381.56

 

რუმები

ქართული უცხოური