ინტერვიუ ფილ ჰელმუტთან

PokerStars Players Championship-ზე უამრავი ცნობილი სახე გამოჩნდა. დოილ ბრანსონი, ფილ აივი, დენიელ ნეგრანუ - ყველანი აქ არიან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ვინც მსგავს ტურნირებზე ხშირად არ თამაშობს, მაგრამ ვინც ამჯერად 'სტარსის' შეთავაზებაზე უარი ვერ თქვა, ფილ ჰელმუტია. 

1987 წლის შემდეგ, ჰელმუტმა WSOP-ის 15 ოქროს სამაჯური მოიგო და ტურნირებში $22.817.318 დოლარი დააგროვა. თავბრუდამხვევი სათამაშო კარიერის გარდა, ფილ ჰელმუტს რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი, მათ შორისაა სატურნირო სტრატეგიები, ავტობიოგრაფია და, რა თქმა უნდა, მისი უკანასკნელი წიგნი Positivity, რომელშიც ლეგენდარული მოთამაშე თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე საუბრობს და მკითხველს წარმატების მისაღწევად საჭირო რჩევებს აძლევს. ონლაინ გამოცემა PokerNews ჰელმუტს PokerStars Players Championship-ზე შეხვდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა. 

როგორც წესი, თქვენ PSPC-ის რეგულარი არ ხართ. რამ გიბიძგათ გადაგედგათ ეს ნაბიჯი?

PokerStars Players Championship-ზე მართლაც დიდი ხანია არ ვყოფილვარ. $25.000 დოლარიანი ბაი-ინი და თანაც ამხელა ფილდი ნამდვილად მიმზიდველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დაგეგმილი მაქვს, როგორც ყველა მოთამაშე, მეც ხშირად ვღებულობ გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში. ოქტომბერში და ნოემბერში ტურნირებს სახლიდან ვუყურებდი, რაც ძალიან მწყვეტდა გულს... და მეც აქ ვარ. 

თქვენი პირველი შთაბეჭდილება ივენთზე?

ასეთი არაფერი მინახავს. ამხელა ბაი-ინი და 1.000 მონაწილეზე მეტი - მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიებაა. PokerStars-მა შესანიშნავი საქმე გააკეთა. პირველი ადგილისთვის $5.000.000 დოლარია დაწესებული. მგონი, შემდეგი 10 წლისთვის წინასწარ უნდა დავჯავშნო ადგილები.

პოკერისთვის ისე ვეღარ ვიცლი, როგორც ადრე. ფინანსურად წარმატებული პერიოდი მაქვს. რამდენიმე კომპანიაში აქციები მქონდა, რომელთა გაყიდვაც საკმაოდ ძვირად მოვახერხე. გარდა ამისა, უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებას ვმართავ. უამრავ პროექტში ვმონაწილეობ, ტურნირებს ვუძღვები და ა.შ. ერთ დღეში $50.000 დოლარს მიხდიან, ასე რომ პოკერისთვის ახლაღა მოვიცალე. 

როგორი იყო 2018 წელი?

რა გითხრათ? WSOP-ის სამაჯური მოვიგე და წიგნი გამოვეცი, სათაურით Positivity. ვფიქრობ, რომ ეს წიგნი მილიონობით ადამიანს მოტივაციისა და ენერგიის მოძებნაში, რათა მომავალში წარმატებულები იყვნენ. 

წიგნი კარგად იყიდება?

დღეში 20-30 ეგზემპლარი იყიდება. ეს ჯერ არაფერია. ადამიანები ყოველ დღე მწერენ, რომ ამ წიგნით მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალე. ლეგენდარული ტონი რობინსი თავის კურსებში ყველას ურჩევს ჩემი წიგნის წაკითხვას - ეს ყველაფერზე მეტყველებს. 

რა უფრო მნიშვნელოვანია, პოკერი თუ პოზიტიურობა?

პოზიტიურობა, ერთმნიშვნელოვნად! როცა პოკერში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ - სასიამოვნოა, მაგრამ როცა შენი წიგნი მილიონობით ადამიანს ინსპირაციას და მოტივაციას აძლევს, ამაზე დიდი გამოცდილება არ არსებობს. წიგნში ჩემი ცხოვრების 8 ეპიზოდია განხილული, რომელთა წყალობითაც პოკერის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე გავხდი. სწორედ ეს 8 ეპიზოდი, 8 რჩევა დამეხმარა, რომ New York Times-ისთვის რამდენიმე ბესტსელერი დამეწერა. 

ეს რჩევები ყველასთვის მუშაობს?

რა თქმა უნდა, ის ყველასთვისაა. მაგალითად, დაწერეთ თქვენი ყოველწლიური მიზნები ფურცელზე, გააკარით აბაზანის სარკეზე და დაიწყეთ მუშაობა მათ შესასრულებლად. ნახავთ, როგორ გამოსწორდება თქვენი ცხოვრება. 

რუმები

ქართული უცხოური