PokerStars Players Championship-ის ტიტულისა და $5.1 მილიონის მფლობელი რამონ კოლილასი გახდა
Atlantis Resort-ში ასეულობით პროფესიონალი მოთამაშე შეიკრიბა, რათა $25.000 დოლარიანი PokerStars-ის Players Championship ეთამაშა. პროფესიონალების გარდა, მაგიდებთან Platinum Pass-ის მფლობელებსაც ნახავდით, რომლებიც გამოცდილი მოთამაშეების წინააღმდეგ პირველად გამოდიოდნენ.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოყვარული მოთამაშე, რომელმაც $30.000 დოლარიანი Platinum Pass მოიგო და თავბრუდამხვევი მოგზაურობა მოიწყო, ესპანელი რამონ კოლილასია. $10.000 დოლარიანი კარიერული შემოსავალი გაფიქრებინებთ, რომ კოლილასი უბრალოდ 'ფიშია' და მეტი არაფერი. 30 წლის მოთამაშემ, რომელიც ძირითადად ინტერნეტში თამაშობს, Platinum Pass-ის ქულები პატარა ტურნირებზე დააგროვა და საბოლოოდ $5.100.000 დოლარიან მოგებად აქცია.
როგორც გამარჯვებული ყვება, საგზურის მოგების შემდეგ, ერთადერთი მოლოდინი, რაც მას ჰქონდა, უამრავ პროფესიონალთან დაპირისპირება იყო. ეს ასეც მოხდა: პოკერის ისტორიაში, ჰაი როლერ ტურნირზე მონაწილეების ყველაზე დიდი რაოდენობა - 1.039 მოთამაშე დარეგისტრირდა. ამ დრომდე $25.000 დოლარიან ღონისძიებას ასეთი ლაინ აფი არასდროს ჰქონია.
"უკვე დიდი ხანია, რაც პოკერის განვითარებას ვადევნებ თვალს, - ყვება კოლილასი, - კრის მანიმეიქერის გამარჯვებას სახლში ვუყურებდი და მის ადგილას ყოფნაზე ვოცნებობდი. ეს ოცნება ნამდვილად ახდა."