ტიმოთი ადამსმა PCA-ის ტურნირი 'ჯოკერით' მოიგო

როცა საქმე ჰაი როლერ ტურნირს ეხება, როცა მოთამაშეები მაგიდასთან მოსახვედრად ათიათასობით დოლარს იხდიან, ტურნირის ორგანიზატორები გაცილებით გახსნილები ხდებიან და წესებიც გაცილებით ლიბერალურ ხასიათს იძენენ. ასე მოხდა PCA-ის $50.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერის დროსაც, რომელიც თავდაპირველად $100.000 დოლარიან ტურნირად იყო ჩაფიქრებული. 

მხოლოდ 2 მოთამაშის რეგისტრაციის შემდეგ, PCA-ის ადმინისტრაციამ ბაი-ინის განახევრება და თამაშის 3 საათით გადაწევა გადაწყვიტა. ენტრანტების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, რომლებმაც 40 წუთის ნაცვლად, 20 წუთიანი ლეველები მოითხოვეს, ხოლო ულიმიტო რე-ბაის უფლება, ერთი რე-ბაით შეცვალეს. 

სტივ ო'დუაიერი პირველი იყო, ვინც ტურნირს გამოეთიშა. დომინიკ ნიცშეს ფლეშმა იგორ კურგანოვს რე-ბაის გაკეთება აიძულა. სტივენ ჩედვიკმა, ერთ დარიგებაში, აიზიკ ჰექსტონისა და სეთ დევისის გაგდება შეძლო. ნელ-ნელა 8 მონაწილიანი ფინალური მაგიდაც შედგა, რომელიც საკმაოდ ინტერნაციონალური აღმოჩნდა: ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი და კანადა - ყველა ერთ მაგიდასთან აღმოჩნდა. 

სტივენ ჩედვიკისთვის, რომელმაც ტიმოთი ადამსს ფინალური მეტოქეობა გაუწია, მიმდინარე PCA წარმატებული აღმოჩნდა. ყოველ ნათამაშებ ტურნირზე, ბრიტანელმა ფულში შესვლა მოახერხა. ჩედვიკის ზამთრის შემოსავალი PCA-ის სერიების დასრულების შემდეგ შეჯამდება.

ფინალური ჰედს-აპის დაწყების შემდეგ, ტურნირის ორგანიზატორები კიდევ ერთ დათმობაზე წავიდნენ. "შენც იგივეზე ფიქრობ, რაზეც მე?" - ჰკითხა ჩედვიკმა ადამსს. მოთამაშეებმა ადმინისტრაციას მიმართეს, ჩიპქაუნთის მიხედვით საპრიზო ანაზღაურება გადაანაწილეს და კარტის დასტაში ჯოკერის დამატება მოითხოვეს. უნდა ითქვას, რომ ჰედს-აპის დასაწყისისთვის ჩედვიკს გაცილებით მეტი ჩიპი ჰქონდა, რამაც მისი ანაზღაურება $423.822 დოლარით, ხოლო ადამსის - $350.978 დოლარით განსაზღვა. ჰედს-აპის მონაწილეებმა სათამაშოდ გამარჯვებულის ტიტული და $21.530 დოლარი დაიტოვეს.

ულიმიტო ჰოლდემში, როგორც წესი, ჯოკერის ადგილი არ არის, მაგრამ თუ მოთამაშეები შეთანხმდებიან, მაშინ ის ე.წ. wild card-ის ფუნქციას ასრულებს. მოთამაშის ხელში ჯოკერი იმ კარტად იქცევა, რომელიც მას საუკეთესო კომბინაციის დასრულებაში დაეხმარება. გადამწყვეტი დარიგების დროს, სტივენ ჩედვიკმა AJ-ით ოლ ინი გააკეთა, რასაც ადამსმა Q და ჯოკერი დაუპირისპირა. რა თქმა უნდა, კანადელის ხელი გაცილებით ძლიერი იყო. 7Q4A6 ბორდზე, ტიმოთი ადამსის ჯოკერი მეორერ 'ქალად' გადაიქცა და მას QQQ სეტი მისცა. 

პოზიციამოთამაშექვეყანაანაზღაურება
1ტიმოთი ადამსიკანადა$372.508
2სტივენ ჩედვიკიდიდი ბრიტანეთი$423.822
3ალექს ფოქსენიაშშ$207.040
4ჯასტინ ბონომოაშშ$149.720
5იგორ კურგანოვირუსეთი$121.040

 

რუმები

ქართული უცხოური