მიკიტა ბადიაკოვსკი PartyPoker-ის გუნდის წევრი გახდა

მიკიტა ბადიაკოვსკის საოცრად წარმატებული წელი ჰქონდა: ბელარუსმა მოთამაშემ 2018-ში ნათამაშებ ტურნირებზე $14.563.871 დოლარი დააგროვა. ერთწლიანი მაჩვენებლით ის მხოლოდ ჯასტინ ბონომოს $25.5 მილიონიან შემოსავალს ჩამორჩება. 

ბადიაკოვსკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი Triton-ის სერიები გამოდგა: ჯეჯუში გამართულ Triton Poker Super High Roller Main Event-ზე მან $5.257.027 დოლარი, ხოლო მონტენეგროს Triton SHR Main Event-ზე $2.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

არც EPT ყოფილა წარუმატებელი: €100.000 ევროიან ჰაი როლერზე ბელარუსმა $1.9 მილიონი დოლარი მოიგო, ხოლო Aria Super High Roller-ის მე-4 ადგილისთვის - $1.6 მილიონი დოლარი. ამ მომენტისთვის, ბადიაკოვსკის კარიერული შემოსავალი $20 მილიონ დოლარს აჭარბებს, რაც მას პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის სტატუსს ანიჭებს. 

"PartyPoker-თან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნოა, - თქვა HighStakesDB-თვის მიცემულ ინტერვიუში მოთამაშემ, - ასეთ გუნდში მოხვედრა დიდი პატივია. ვეცდები, პოკერის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. მთავარი ამოცანა თამაშის პოპულარიზაციაა."

PartyPoker-ის გუნდში ისეთი მოთამაშეები შედიან, როგორებიც აიზიკ ჰექსტონი, ფედორ ჰოლცი, მაიკ სექსტონი და პატრიკ ლეონარდი არიან. 

რუმები

ქართული უცხოური