სტივენ ჩედვიკი ყველაზე მომგებიანი ბრიტანელია

წარმატებულად ჩატარებული PokerStars Caribbean Adventure-ის შემდეგ, სტივენ ჩედვიკი ყველაზე მომგებიანი ბრიტანელი მოთამაშე გახდა. მანამდე, წლების განმავლობაში, ამ ადგილს სემ თრიქეთი ინარჩუნებდა, რომელმაც სახელი 2012 წელს გამართული Big One for One Drop-ის ტურნირის მე-2 ადგილის დაკავებით გაითქვა: $1.000.000 დოლარიანი ტურნირის ჰედს-აპში თრიქეთი ანტონიო ესფანდიარისთან დამარცხდა და ანაზღრაურების სახით $10.000.000 დოლარი მიიღო. 

რაც შეეხება ჩედვიკს: PCA-ზე მან 3 მნიშვნელოვანი ტურნირი ითამაშა. მე-2 და მე-3 ადგილებისთვის ბრიტანელმა $423.780 და $422.822 დოლარი მიიღო. $100.000 დოლარიან PCA Super High Roller-ზე კი ჩედვიკმა მე-8 პოზიცია დაიკავა $236.720-იანი ანაზღაურებით. მხოლოდ 2018 წელს, ტურნირებზე ჩედვიკმა $10.197.347 დოლარი დააგროვა.

საერთო ჯამში, 29 წლის მოთამაშის სატურნირო კარიერა $21.296.178 დოლარს ითვლის. მას სულ ცოტათი ჩამორჩება მეორეადგილოსანი თრიქეთი, რომლის ანგარიშზეც $20.840.004 დოლარია. "ვულოცავ სტივენ ჩედვიკს ჩემ ჩამოქვეითებას, - თრიქეთმა ჯენტლმენის შესაფერისად მიიღო თანამემამულის ახალი სტატუსი, - წლების განმავლობაში შენ არაჩვეულებრივ პოკერს თამაშობდი. ეჭვგარეშეა, რომ პირველობას იმსახურებ. წარმატებას გისურვებ 2019 წელს!"

 

რუმები

ქართული უცხოური