ელი ელეზრას პასუხი კოლ საუთისა და ეიბ მოსერის ბრალდებებზე
Two Plus Two ფორუმზე კოლ საუთისა და ეიბ მოსერის ბრალდებებს ელი ელეზრამ ვრცელ ინტერვიუში უპასუხა. 31 იანვარს, ის თავისი ინიციატივით დაუკავშირდა PokerNews-ს და თავისი ისტორიის ის ნაწილი მოყვა, რომელზეც არსად უსაუბრია.
ელეზრა ადასტურებს ეიბ მოსერის მიერ დასახელებულ თანხას - $853.000 დოლარს. მისი განმარტებით, თანხის ძირითადი ნაწილი Full Tilt Poker-ის ექაუნთზე მიიღო, ნაწილი კი Bellagio-ში. ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც ელეზრა Full Tilt-ის პროფესიონალთა გუნდში შედიოდა და სოლიდურ ანაზღაურებას იღებდა. როგორც თავად ამბობს, Two Plus Two-ზე გამოქვეყნებული პოსტი არა მოსერის, არამედ მის მეგობარ გოგოს უნდა ეკუთვნოდეს, რადგან მასსა და ცნობილ ონლაინ გრაინდერ შორის უთანხმოება არასდროს ყოფილა.
"ეიბ მოსერიზე ზურგსუკან ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ მან ფული გარკვეული პირობით მასესხა, - იხსენებს ელეზრა, - შეთანხმების მიხედვით, ვალი ყოველთვიურად უნდა დამებრუნებინა. როცა Full Tilt კიდევ ცოცხალი იყო, მას თვეში $40.000 დოლარს ვუხდიდი. Black Friday-ის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ის ფული კი, რაც ნასესხები მქონდა, ილარი საჰამისთან და ტომ დუანთან პოტ-ლიმიტ ომაჰას მაგიდებზე წავაგე."
როგორც ლეგენდარული გემბლერი ყვება, სწორედ მისი დამსახურებაა, მოსერიმ მილიონების მოგება რომ შეძლო. მიუხედავად ამისა, ის არ თვლის, რომ გაკეთებული სიკეთის გამო, ვალი არ უნდა გადაიხადოს: "8-9 წლის უკან თუ გაიხედავთ, ნახავთ რა გავაკეთე მე ეიბ მოსერისთვის. ის და მე თვეში ორჯერ ვსაუბრობდით, ერთმანეთს პირად პრობლემებს ვუზიარებდით და ასეთი ურთიერთობის შემდეგ, ის მსგავსი ბრალდებით გამოვიდა."
მოსერის ბრალდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რამაც პოკერის გულშემატკივრების გაოცება გამოიწვია, ელი ელეზრას მიერ განხორციელებული სავარაუდო მუქარა იყო. "ეს, უბრალოდ, სისულელეა! ადამიანებს არასდროს დავმუქრებივარ. ერთადერთი რამ, რაც ეიბს ვუთხარი, ის იყო, რომ ადამიანები მირეკავდნენ და ჩემს ოჯახს ემუქრებოდნენ, რის გასაჩივრებასაც FBI-თან და სხვა საგამოძიებო ორგანოებთან ვაპირებდი. ეს იყო და ეს."
ელეზრას მტკიცებით, ფორუმზე გამოქვეყნებული პოსტი არა მოსერის, არამედ მის მეგობარ გოგოს ეკუთვნის, რომლის საუბრის მანერასაც ელეზრა ადვილად ცნობს. "რამდენიმე წლის წინ მისმა მეგობარმა გოგომ შეტყობინება გამომიგზავნა, რომელიც ასე იკითხებოდა: "შენი ვალი ეიბმა მამაჩემს მიყიდა. მამაჩემი ნამდვილი განგსტერია და ეს ამბავი შენთვის კარგად არ დასრულდება. არც შენთვის, არც შენი ოჯახისთვის და არც შვილებისთვის. თუ ფულს არ დააბრუნებ, ისინი მოგძებნიან, Aria-ში იქნები თუ Bellagio-ში, ისინი მაინც მოგძებნიან."
Ask Me Anythin-ის თემა, რომელიც Two Plus Two ფორუმზე გაიხსნა, ელი ელეზრას წიგნის მარკეტინგის კამპანიას ემსახურებოდა, მაგრამ ყველაფერი სხვა გზით წავიდა. როგორც მოთამაშე ამბობს, ის მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა. როგორც ის ამბობს, კოლ საუთთან ყველაფერი მოგვარებულია და ის თავის დარჩენილ $40.000 დოლარს მალე მიიღებს.