Global Poker Index-ის წლის მოთამაშის რბოლაში რაინერ კემპე ლიდერობს
Global Poker Index-ის მიერ ნაწარმოები სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მოთამაშე ალექს ფოქსენი გახდა. პირველი იანვრიდან კი GPI-ის ლიდერბორდი განოლდა და მოთამაშეთა ქულების ათვლა თავიდან დაიწყო.
2019 წელი რაინერ კემპესთვის არაჩვეულებრივად დაიწყო: გერმანელმა მოთამაშემ 3-ჯერ მოახერხა 1-ლი ადგილის დაკავება, რამაც GPI-ის რეიტინგში მისი დამაჯერებელი დაწინაურება გამოიწვია. PokerStars Caribbean Adventure-ზე მან 3-ჯერ მოახერხა ფულში შესვლა: ის ერთხელ გავიდა $25.000 ჰაი როლერის მე-4 ადგილზე, რომელიც შონ ვინთერმა მოიგო; მაგრამ რაც მთავარია, კემპემ $50.000 დოლარიანი Single Day High Roller მოიგო, $908.100 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის, რასაც რამდენიმე დღეში $10.200-იანი Knockout Turbo ივენთის მოგება მოჰყვა.
Aussie Millions-ზე კემპემ AU$25.000 Challenge მოიგო, რამაც $595.000-იანი ანაზღაურება მოუტანა. ავსტრალიურ სერიებზე მან კიდევ ერთი საპრიზო მე-4 ადგილი დაიკავა, $325.000-იანი ჩეკით. ამ ყველაფერმა კემპე ლიდერბორდის პირველ ადგილზე გადაისროლა, რითიც ჯეკ სოლტერი და ტობი ლუისი ჩამოიტოვა უკან.
GPI-ის 2019 წლის მოთამაშის ლიდერბორდში დევიდ ჩინო რიმი და სემ გრინვუდიც მოხვდნენ, რომლებიც მე-5 და მე-7 პოზიციებზე განაწილდნენ. რაც შეეხება GPI-ის ყველა დროის რეიტინგს, კემპე მე-3 ადგილს იკავებს. ლიდერი კვლავ ალექს ფოქსენია.