ფილ ჰელმუტის $100.000-იანი დაუნსვინგი
რამდენიმე დღის წინ, საკუთარი 'ინსტაგრამის' გვერდზე ფილ ჰელმუტმა ბოლო 3 წლის ყველაზე ცუდი შედეგი გამოაქვეყნა: ლეგენდარულმა მოთამაშემ კაზინო Aria-ში მიმდინარე პრივატულ $100/$200 ლიმიტის ქეშ-გეიმზე $100.000 დოლარი წააგო.
"$100/$200-ზე, დღეს ღამით, $95.000 წავაგე. 2016 წლიდან მოყოლებული, ჩემი ყველაზე ცუდი შედეგია. თითქმის ყოველი ნათამაშები დარიგება მახსოვს და ცუდ ხასიათზე მაყენებს" - ტრადიციულად, მისთვის ჩვეულ სტილში, ფილ ჰელმუტმა ყველას უთხრა, როგორ კარგად ითამაშა და როგორ დაუმსახურებლად წააგო.
მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო, როგორც ამის წარმოჩენა ჰელმუტს უყვარს. WSOP-ის რეკორდსმენმა Golden State Warriors-ის დრეიმონდ გრინთან ერთად გადაღებული სურათიც გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, ჰელმუტმი Warriors-ის დიდი ხნის გულშემატკივარია. საყვარელი გუნდის მატჩებზე ის ხშირად ჩანს მოწინავე რიგებში. სამაგიეროდ, არ ვიცოდით, თავად გრინი თუ იყო პოკერის მოყვარული. როგორს 'ინსტაგრამის' პოსტებიდან ირკვევა, კალათბურთელს არც ისე წარუმატებელი საღამო ჰქონდა.