სასამართლომ პოლ ფუა უდანაშაულოდ ცნო
სანამ ყველა ფილ აივის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის განჩინებას ელოდება, სასამართლო დარბაზში კიდევ ერთი ჰაი სტეიკს გემბლერის, პოლ ფუას საქმე მოისმინეს.
მალაიზიელ ჰაი როლერს, Wynn Macau-ში, არალეგალური აზარტული თამაშების მოწყობას ედავებოდნენ, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო, მოსამართლემ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. "სასამართლო მოვლენებს შორის მნიშვნელოვან კავშირს ვერ ხედავს, - წერია განჩინებაში, - ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სუსტი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლ ფუა და კიდევ 14 პირი სამართლებრივი დევნისგან თავისუფლდებიან."
საქმე 2014 წელს აღიძრა, როცა Wynn Macau-ში 20-მდე პირი უკანონო ფსონების მიღების ბრალდებით დააკავეს. მაშინდელი მონაცემებით, ტოტალიზატორის წარმომადგენლებს $150.000.000 დოლარამდე აღურიცხავი ფსონი ჰქონდათ მიღებული. "პოლ ფუას ადვოკატებმა რამდენიმე მოწმე და მტკიცებულება წარმოადგინეს, - ამბობს მალაიზიელი ბიზნესმენის წარმომადგენელი, - ექსპერტებმა შეისწავლეს მისი სატელეფონო ზარები და კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია, რაც ამტკიცებს, რომ მას ფსონების მიღებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია."
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლ ფუას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდა. ახლა მას მშვიდად შეუძლია Triton High Roller-ის ფესტივალით დატკბეს და მეგობრებთან ერთად გაერთოს.