Triton Short Deck-ზე ტიმოფეი კუზნეცოვმა $1.859.940 დოლარი მოიგო
უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში, შორთ დექმა აქამდე არნახული პოპულარობა მოიპოვა. როგორც ტომ დუანი ყვება, უკვე 5 წელზე მეტია, რაც პოკერის ამ სახეობით დაინტერესდა და სხვა მოთამაშეებთან შედარებით გარკვეულ უპირატესობასაც ფლობს, მაგრამ დღითიდღე ატყობს, რომ ზღვარი მასსა და ოპონენტებს შორის სულ უფრო მცირდება.
Triton High Roller-ის სერია პოკერის პირველი დიდი სატურნირო ფესტივალია, რომელმაც ჰაი როლერებს თამაშის Short Deck ვერსიის რამდენიმე ტურნირი შესთავაზა. ტრადიციულად, პოკერის სატურნირო სერიები მეინ ივენთით გვირგვინდება. ამჯერად, Triton-ის ხელმძღვანელებმა ნათლად დაინახეს, რომ შორთ დექის პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ მეინ ივენთის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი ტურნირის ჩატარება იყო შესაძლებელი.
ღონისძიებაზე პოკერის 36 კარტიანი ვერსია იქნა შეთავაზებული, HK$1.000.000-იანი ბაი-ინით, რომელიც ამერიკელი მოთამაშეებისთვის $127.000 დოლარად აღიქმებოდა. მონაწილეებს რე-ბაის 3-ჯერ გაკეთების უფლება მიეცათ, რაც საპრიზო ფონდს კიდევ უფრო ზრდიდა. ტურნირის გამარჯვებული ონლაინ პოკერის რუსი ლეგენდა, ტიმოფეი კუზნეცოვი გახდა, რომელმაც $1.859.940 დოლარი მიიღო. ფინალურ ჰედს-აპში მან რობერტ ფლინკი დაამარცხა. უნდა ითქვას, რომ ფინალური ოთხეულიდან კუზნეცოვმა არამხოლოდ ფლინკი, არამედ დარჩენილი 2 მოთამაშეც თავად გამოთიშა მაგიდას.
ჯეჯუში წარმატებულად ჩატარებული სერიების შემდეგ, Triton High Roller მონტენეგროში დაბრუნდება, სადაც 4-დან 16 მაისამდე პოკერის ევროპულ ფესტივალს გამართავს.