2019 EPT Sochi Main Event-ის გამარჯვებული ური გილბოა გახდა

სოჭში დასრულდა PokerStars-ის მიერ ორგანიზებული EPT-ის სერიები, რომლის მთავარი ღონისძიების გამარჯვებული ური გილბოა გახდა. 61 წლის ასაკში, გილბოამ იმდენი მოახერხა, რომ EPT-ის პირველი ებრაული წარმოშობის ჩემპიონი გამხდარიყო. 

პირველი ადგილისთვის არი გილბოამ 27.475.000 რუბლი მიიღო, რაც დაახლოებით $420.000 აშშ დოლარის ექვივალენტია. მისი "წარმატების საიდუმლო" მაისურია, რომლითაც, მეგობრების თოხვნით, ტურნირის ბოლო სტადიებზე ჩნდებოდა: ფინალურ მაგიდაზე მას საკულტო ფილმის - Rocky-ის მაისური ეცვა. მაისურის, იღბლის თუ საკუთარი ნიჭის გამო, გილბოას საერთო სატურნირო შემოსავალი ნახევარ მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 

"ისრაელში პოკერის დონე სულ უფრო მაღლა იწევს, - ყვება PokerStars-ისთვის მიცემულ ინტერვიუში EPT-ის ჩემპიონი, - WSOP-ზე დიდი წარმატება გვქონდა. ევროპულ ტურზე ჩემი გამარჯვებაც ამის დასტურია." ფინალურ ჰედს-აპში გილბოამ ასევე ისრაელის წარმომადგენელი, ზახარ ბაბაევი დაამარცხა. 

ური გილბოა ბრიჯის მოთამაშე იყო. პოკერთან მისი პირველი შეხება 8 წლის წინ მოხდა: "მე თვითნასწავლი ვარ. მე საკუთარ და სხვების შეცდომებზე ვსწავლობ."

ზახარ ბაბაევი მთელი ფინალური მაგიდის განმავლობაში ჩიპლიდერი იყო. მის გამარჯვებაში ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა. ჰედს-აპის დაწყებიდან 30 დარიგების შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა - ჩიპლიდი გილბოას ხელში გადავიდა. უკანასკნელ დარიგებაში, ბაბაევმა მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა: A9-ით მან 92 ბიგ ბლაინდიანი ოლ ინი გააკეთა, რასაც გილბოამ AK-ით უპასუხა. "არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერად ურტყამ, - გილბოამ თავისი საყვარელი ფილმიდან ციტატა მოიყვანა, - მთავარია, რამდენად ძლიერი დარტყმის მიღება შეგიძლია, რომ მოძრაობა გააგრძელო?" 

 

რუმები

ქართული უცხოური