როცა "ისილდური" შეხვდა ანტონიუსს - $3.7 მილიონის ბედიო

როგორც ამბობენ, ონლაინ პოკერი ის აღარ არის, რაც ადრე იყო. Full Tilt Poker-ზე გამართული თამაშები ვისაც უნახავს, ემახსოვრება, როგორ ტოვებდა ასეულათასობით დოლარი ერთ მფლობელს და მეორეს ხელში მიდიოდა.  ვიქტორ ბლომსა და ტომ დუანს, ან ბლომსა და ილარი საჰამისს შორის მიმდინარე "ომები" პოკერის ისტორიას ლეგენდებად დარჩა. დუანმა ბლომთან $4 მილიონამდე დაკარგა. საჰამისმა მის ბანკროლს $1 მილიონი შესწირა. შვედთან ყველა "მინუსში" აღმოჩნდა, გარდა ერთი მოთამაშისა. 

2008 წლის დეკემბერში, სანამ Isildur1-ის ვინაობა გაირკვეოდა, მის მაგიდას კიდევ ერთი სკანდინავიელი მიუჯდა. პოტ ლიმიტ ომაჰას $500/$1.000 მაგიდაზე, ერთმანეთს Isildur1 და პატრიკ ანტონიუსი რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ. ორივეს $10.000.000 დოლარიანი ბანკროლი უმაგრებდა ზურგს. სესია ბლომისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა: 56QA8 ბორდზე, 6AQ9-ით ანტონიუსმა $878.959 დოლარიანი ბანკი მოიგო. მაგრამ ყველაფერი წინ იყო: 45259 ბორდზე, ანტონიუსის A3KK საუკეთესო ხელი აღმოჩნდა, Isildur1-ის 6978-ის წინააღმდეგ. ამ დარიგებაში ფინელმა $1.447.947 დოლარი მოიგო. 

მაშინდელ სესიებზე ვიქტორ ბლომმა $3.7 მილიონი დოლარი დაკარგა. 2 კვირის შემდეგ, Isildur1-ის წინააღმდეგ ბრაიან ჰესტინგსი, ბრაიან ტაუნსენდი და კოლ საუთი შეიკრნენ. მათ შვედის სათამაშო ისტორია დეტალურად გააანალიზეს და $500/$1.000 მაგიდაზე პოტ ლიმიტ ომაჰას სათამაშოდ დასხდნენ. სესიაზე ბლომმა $4.2 მილიონი დოლარის ზარალი ნახა. ამერიკული ტრიოს საქციელი. პოკერის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო მოვლენად ითვლება.

რუმები

ქართული უცხოური