როზვადოვის WSOP Circuit Main Event მარტინ კაბრელმა მოიგო

პირველ აპრილს როზვადოვში გამართული WSOP Circuit-ის მეინ ივენთი მარტინ კაბრელმა მოიგო.  $213.349 დოლარიანი ანაზღაურების გარდა, ჩეხმა მოთამაშემ WSOPE-ის ევროპული სერიების მეინ ივენთის €10.000 ევროიანი საგზურიც მიიღო. 

როგორც თავად ამბობს, როზვადოვში მდებარე King's Casino მისი საყვარელი ადგილია. King's Casino ლეონ ცუკერნიკის მფლობელობაში მყოფი "პოკერის კუნძულია", რომელიც ევროპის ძვირადღირებულ ტურნირებს მასპინძლობს. 

€1.700 ევროიანი ბაი-ინი 650 მონაწილემ გადაიხადა, საიდანაც გადამწყვეტ დღემდე მხოლოდ 23 მათგანმა მიაღწია. ფინალურ მაგიდაზე 8 მოთამაშე მოხვდა. რა თქმა უნდა, გასული წლის WSOP Europe-ის Super High Roller-ის გამარჯვებული ფინალური მაგიდის ყველაზე გამოცდილი იყო. 7 ოპონენტიდან კაბრელმა 6 თავად გამოთიშა ტურნირს. მისი მთავარი მეტოქე ჰარი როსი აღმოჩნდა, რომლის საუკეთესო შედეგი $9.457 დოლარიანი ანაზღაურება იყო. ამჯერად, მე-2 ადგილისთვის როსმა $123.518 დოლარი მიიღო. 

მარტინ კაბრელმა შორტ სტეკად დარჩენილ ოპონენტს მალევე მიუჩინა მე-2 ადგილი და საკუთარი ბანკროლი $7.595.000 დოლარამდე შეივსო. ჩეხის საუკეთესო ანაზღაურება 2018 წლით თარიღდება, როდესაც WSOPE-ის €100.000 ევროიან სუპერ ჰაი როლერზე $3.017.991 დოლარი მოიგო. 

რუმები

ქართული უცხოური