Seminole Hard Rock Poker Showdown-ზე ელიო ფოქსმა $440.000 მოიგო
2019 წლის Seminole Hard Rock Poker Showdown ელიო ფოქსმა მოიგო. მას წილი 20 ენტრანტის მიერ გადახდილი $50.000 დოლარიანი საპრიზო ფონდიდან შეხვდა. ფოქსმა SHRP-ის მოგება მეორედ შეძლო. გასული წლის აგვისტოში, იგივე ტურნირის პირველი ადგილისთვის მან $500.000 დოლარი მიიღო. ამჯერად, მისმა ანაზღაურებამ $440.000 დოლარი შეადგინა.
წელსაც, ისე როგორც შარშან, მე-4 ადგილი ალი იმსიროვიჩმა დაიკავა. მან $120.000 დოლარი მოიგო - ტურნირის მინიმალური ანაზღაურება. მისი ჯიბის 77 ალექს ფოქსენის QQ-თან დამარცხდა. ფოქსენი, რომელმაც დეკემბერში Super High Roller Bowl-ზე მეორე ადგილისთვის $2.160.000 დოლარი მიიღო, გუშინდელ ტურნირს მე-3 პოზიციიდან გამოეთიშა: მან, QQ-ის იმედად, კიდევ ერთხელ გარისკა მთლიანი სტეკი, მაგრამ ამჯერად ელიო ფოქსის AK-ს ვერ გაუძლო და $180.000 დოლარიან ანაზღაურებას დასჯერდა.
ერთმანეთის პირისპირ ელიო ფოქსი და სემ სოვერელი დარჩნენ, რომელსაც გადამწყვეტი ბრძოლა 4-ჯერ ნაკლები სტეკით უნდა დაეწყო. მან ჯიბის 55-ით გადაწყვიტა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ ბორდზე დადებულმა K-მა მისი იმედები საბოლოოდ დაამსხვრია.
Seminole Hard Rock $50.000 Showdown-ის საბოლოო შედეგები:
პოზიცია | მოთამაშე | ანაზღაურება |
1 | ელიო ფოქსი | $440.000 |
2 | სემ სოვერელი | $260.000 |
3 | ალექს ფოქსენი | $180.000 |
4 | ალი იმსიროვიჩი | $120.000 |