როგორ დასრულდა პატრიკ ანტონიუსსა და ტომ დუანს შორის გამართული Durrrr Challenge?

დენიელ ქეითსსა და ტომ დუანს შორის დაუსრულებელი Durrrr Challenge-ის ამბავი ყველას ეცოდინება. ეს მოვლენა ტომ დუანის კარიერის შავ ლაქადაც შეიძლება აღვიქვათ. მაგრამ როცა Durrrr Challenge-ზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთი მოთამაშის ხსენება დაგვჭირდება, რომელთან დაპირიპსირებაც ასევე დროზე ადრე შეწყდა, მაგრამ სულ სხვა მიზეზით. 

ტომ დუანის მიერ გამოცხადებულ გამოწვევას რამდენიმე პირობა ჰქონდა, საიდანაც ყველაზე მიმზიდველი სამმაგი ანაზღაურება იყო:

  • ქეშ გეიმი ერთდროულად მინიმუმ 4 მაგიდაზე უნდა გამართულიყო
  • ბლაინდების მინიმალური ზომა $200/$400-ით განისაზღვრა
  • მატჩი სულ მცირე 50.000 დარიგება უნდა გაგრძელებულიყო
  • თამაშის ვარიანტს დუანის მოწინააღმდეგე ირჩევდა: ულიმიტო ჰოლდემი, ან პოტ ლიმიტ ომაჰა
  • თუ რომელიმე მოთამაშე 75 ბიგ ბლაინდს ჩამოცდებოდა, ის ვალდებული იყო ფული დაემატებინა
  • თუ 50.000 დარიგების შემდეგ ანგარიში ტომ დუანის სასარგებლოდ იქნებოდა, ის $500.000 დოლარს მიიღებდა
  • თუ 50.000 დარიგების შემდეგ ტომ დუანი უკან იქნებოდა, მისი მოწინააღმდეგე $1.5 მილიონ დოლარით დაჯილდოვდებოდა

თამაშისთვის კიდევ ერთი პირობა იყო დაწესებული: ტომ დუანის წინააღმდეგ დაჯდომა ნებისმიერ მოთამაშეს შეეძლო, ფილ გალფონდის გარდა, რომელთანაც დუანი განსაკუთრებულად მეგობრობდა. 

დუანის წინააღმდეგ მთელი ონლაინ სამყარო დაირაზმა: ფილ აივი და დევიდ ბენიამინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც თამაშის სურვილი გამოთქვა. სხვებთან ერტად, რიგში ბრაიან თაუნსენდი და დენ ქეითსი ჩადგნენ. რამდენიმე თვით ადრე, სანამ ქეითსი ამ გამოწვევას დათანხმდებოდა, Durrrr Challenge-ის მაგიდებს პატრიკ ანტონიუსმა მიაკითხა. 

თამაშის პირველი ეტაპი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ორივე მოთამაშე მათთვის დამახასიათებელ აგრესიულ პოკერს აჩვენებდა. პირველი 20.000 დარიგებას პატრიკ ანტონიუსმა მედგრად გაუძლო. იმისთვის, რომ თამაშის დინამიკაზე წარმოდგენა შეგვექმნას, ამ დარიგების ნახვაც საკმარისია. 

ერთ-ერთ მომენტში, ანტონიუსმა $500.000 დოლარიანი დარიგების მოგება მოახერხა, მაგრამ ის მაინც $400.000 დოლარის მინუსში რჩებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ფინელმა დუანის აგრესიას ვერ გაუძლო, რასაც პოტ ლიმიტ ომაჰას თავბრუდამხვევი სვინგიც დაემატა. 

40.000 დარიგების შემდეგ, ტომ დუანი დაახლოებით $2 მილიონ დოლარს იგებდა. ამის შემდეგ, ანტონიუსმა თეთრი დროშა ააფრიალა, რაც იმას ნიშნავს, რომ Durrrr Challenge-ის დასრულებამდე 10.000 დარიგება იყო დარჩენილი. უცნობია, გადაიხადა თუ არა ფული ფინელმა მოთამაშემ გამოწვევის დროზე ადრე შეწყვეტის გამო. დანამდვილებით რისი თქმაც შეგვიძლია, ისაა, რომ დენ ქეითსისგან განსხვავებით, პატრიკ ანტონიუსს Durrrrr Challenge-ის გაგრძელება არასდროს ენდომება. 

მოთამაშეები ერთმანეთს Durrrr Challenge-ის გარეთაც არაერთხელ დაუპირისპირდნენ. Poker After Night-ის თუ სხვა სატელევიზიო გადაცემების ქეშ-გეიმებში იღბალი თითქმის ყოველთვის ტომ დუნაის მხარეს იხრებოდა. 

რუმები

ქართული უცხოური