სერჰიო აიდომ EPT Monte Carlo-ზე €1.589.190 ევრო მოიგო
მონტე კარლოში მიმდინარე EPT-ის ფარგლებში €100.000 ევროიანი ჰაი როლერ ტურნირი გაიმართა, რომელიც ესპანელმა სერჰიო აიდომ მოიგო. პირველი ადგილისთვის მიღებული €1.589.190 ევროიანი ანაზღაურებით, ესპანელის საერთო სატურნირო შემოსავალი $10.000.000 ევრომდე გაიზარდა.
თუ ტურნირის ბაი-ინი მნიშვნელოვან თანხას შეადგენდა, არც საპრიზო ფონდი იყო ხელწამოსაკრავი: 52 მონაწილისგან შემდგარმა საპრიზო ფონდმა €5 მილიონ ევროს გადააჭარბა, რომელიც უკანასკნელ 7 მოთამაშეზე უნდა განაწილებულიყო.
ტურნირის ბოლო სტადია სერჰიო აიდოსთვის ძალიან მძიმედ დაიწყო: ფინალური მაგიდის სტარტისთვის მისი სტეკი მხოლოდ 7 ბიგ ბლაინდს ითვლიდა, ხოლო მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მიკიტა ბადიაკოვსკი, ჩარლი კარელი და სემ გრინვუდი ესხდნენ. სიტუაცია მეტად არასახარბიელო იყო.
აიდო ძალიან ფრთხილად თამაშობდა, მაგრამ სტეკის სიმცირე რადიკალური ნაბიჯების გადადგმას მაინც აიძულებდა. მან რამდენჯერმე მოახერხა ჩიპების გაორმაგება და საბოლოოდ, ფინალურ ჰედს-აპში, კიდევ ერთი ესპანელის - ჰესუს კორტესის წინააღმდეგ აღმოჩნდა. ამ მომენტისთვის, აიდოს სტეკი მნიშვნელოვნად აღემატებოდა თანამემამულისას. მან ხანმოკლე დროში დაამარცხა კორტესი და ესპანეთის ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეების რეიტინგში მე-3 ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა. მას მხოლოდ კარლოს მორტენსენი და ადრიან მატეოსი უსწრერბენ.