ჯოი ინგრამმა პოდკასტში თავისი დიდი ხნის ოპონენტი, ფილ ნაგი მიიწვია
ჯოი ინგრამსა და ფილ ნაგის შორის არსებული მწვავე დაპირისპირება რამდენიმე თვეს ითვლის. სავარაუდო თაღლითური სქემის წინააღმდეგ, რომლითაც ბოტებმა ინგრამს სერიოზული ზიანი მიაყენეს, 'იუთუბერმა' აგრესიულად გაილაშქრა. მან მძიმე სიტყვები არ დაიშურა ACR-ისა და მისი ბოსის გასაკრიტიკებლად, რასაც ფილ ნაგისგან სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ინგრამის დაბლოკვა მოჰყვა. სულ რაღაც 3 დღის წინ კი Americas Cardroom-ის (ACR) ბოსი ინგრამის პოდკასტში გამოჩნდა, სადაც საკმაოდ გულახდილად ისაუბრა.
- რატომ გადაწყვიტე ჩემი შეთავაზების მიღება და ჩემს პოდკასტში მონაწილეობის მიღება? - ინგრამის პირველი კითხვა იმთავითვე ქმნიდა გარკვეულ დაძაბულობას.
- ჩვენი მიმოწერის შემდეგ, მე დაგლბოკე, - პასუხობს ფილ ნაგი, - ისე როგორც ნებისმიერ ადამიანს, მეც მიჭირს შეცდომების აღიარება. არ ვიცი, ამას ასაკობრივი კრიზისი დავარქვა, თუ რა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოვსულიყავი, შენს პოდკასტში მელაპარაკა და საკუთარი შეცდომა მეღიარებინა.
პოდკასტის სრული ვერსიის ნახვა, სტატიის ბოლოს მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ. მაგრამ სანამ დაძაბულ დიალოგს ჩართავთ, თვალი გადაავლეთ HighStakesDB-ის მიერ ფილ ნაგისთან ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც პოდკასტის მსვლელობაზე გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით:
- როგორ ჩაიარა პოდკასტმა? როგორც ელოდით, თუ უფრო ცუდად?
- წარმოდგენა არ მქონდა, რისი იმედი შეიძლებოდა მქონოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი. ჯოისთან საუკეთესო ურთიერთობა ნამდვილად არ მქონდა, ამიტომაც რთული იყო რამის წინასწარ განსაზღვრა.
- ისე ჩანდა, რომ ჯოისთან კამათის უმეტეს ნაწილს თქვენ იგებდით...
- ვფიქრობ, მოგება ან გამარჯვება ხმამაღალი ნათქვამია. ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმეზე გამარჯვება. მინდა, რომ ვინმემ მუდამ გვაკრიტიკოს და ობიექტური ინფორმაცია მოგვაწოდოს. იმედი მაქვს, რომ შემდეგი კვირის დასაწყისისთვის დეტალური გეგმა გვექნება, კონკრეტული თარიღებითა და აქტივობებით.
- ჯოი ინგრამი საკმაოდ გავლენიანი ადამიანია, რომლის აზრსაც პოკერის ინდუსტრიაში ყურადღებით უსმენენ. ეს ხომ არ იყო თქვენი პოდკასტში გამოჩენის მიზეზი?
- მე ასე ვიტყოდი: არავინ მომაწოდებს იმაზე საჭირო ინფორმაციას, ვიდრე ჩემი ყველაზე დიდი "მტერი" და კრიტიკოსი. მე ჯოის არაფერს ვუხდი, რის გამოც ის თავის რიტორიკას შეარბილებდა. მგონი, გაუმჯობესების სურვილი თუ აქვს, ნებისმიერ ოპერატორს გამოადგება მსგავსი კრიტიკა.
- ბოლო დროს ბოტებს და თაღლითურ სქემებს დიდი ომი გამოუცხადეთ. და მაინც, ადამიანები საკმაოდ ნეგატიურად რეაგირებენ ამ ამბავზე...
- პასუხი ადვილია - ხალხი მეტს ელოდება. ჩვენი პოკერ-რუმი ძალიან ჩქარა განვითარდა. მომხმარებელიც სწრაფ ცვლილებებს და გაუმჯობესებას ელოდა, ახლა კი უკმაყოფილოა. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავარდნა გვექნება, მაგრამ აუცილებლად ვეცდებით, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი მოვძებნოთ სწრაფი გამოსავალი.
- რა რეაქციას ელოდებით პოდკასტის მაყურებლებისგან?
- ვცდილობ, რომ ადამიანების ყურადღება მივიპყრო და დავანახო, რომ ჩვენ კარგ პოკერ-რუმს ვაკეთებთ. მუდმივად ვცდილობ, მომხმარებლებს ახალი ინფორმაცია მივაწოდო. ამ მომენტისთვის, სავარაუდო თაღლითური სქემებისა და ბოტების გამოაშკარავებით ვარ დაკავებულები.
- თუ გიფიქრიათ ბოტების შემქმნელების დაქირავება, რათა სხვა ბოტები აღმოგეჩინათ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთ დროს რთულია ენდო ისეთ ვინმეს, ვინც მსგავს ამბებშია გარეული.
პოდკასტის სრული ჩანაწერი: